რომის შუაგულში მდებარე „ვილა ბორჯეზეს გალერეა“ ცნობილი თანამედროვე ბრიტანელი ხელოვანის დემიენ ჰირსტის ახალ გამოფენას მასპინძლობს. დამიენ ჰირსტმა სახელი თავისი პროვოკაციული ნამუშევრებით გაითქვა.
გამოფენაზე, სახელწოდებით „არქეოლოგია ახლა“, ჰირსტის თანამედროვე ნამუშევრები ბაროკოს სტილის ქანდაკებებთან და არქიტექტურასთან არის შეთანხმებული.
„ამ ოთახებში თავბრუდამხვევი გარემოა. ოთახები სავსეა კონსტრასტული ნამუშევრებით. ხანდახან მათში მსგავსი თემები მეორდება, თუმცა ბევრი მათგანი სხვადასხვა მასალისგან არის დამზადებული. ეს არის გარემო, სადაც ხელოვანმა თავის წარმოსახვას სრული გასაქანი მისცა, თუმცა, ამავდროულად, წარსული ტრადიციაც გაითვალისწინა“, – ამბობს გალერეის დირექტორი ფრანჩესკა კაპელეტი.
დემიენ ჰირსტმა ეს ნამუშევრები პირველად 2017 წლის ვენეციის თანამედროვე ხელოვნების ბიენალეზე წარადგინა.
[br]ძველისა და ახლის ასეთი უხეში შერევა ბევრმა ადამიანმა შეიძლება კიჩად ჩათვალოს. ზოგიერთი ხელოვნებათმცოდნის აზრით კი, ასეთი სტილი ბერნინისა და კარავაჯოს ნამუშევრების ლოგიკური გაგრძელებაა.
„ასეთი ნამუშევრების შექმნა სერიოზულ უნარებს მოითხოვს. ისინი ხელით არის შესრულებული. ბრინჯაო შერეულია სხვა მასალებთან, მათ შორის მარმარილოსთან, ნეფრიტთან და მალაქიტთან. ეს ყველაფერი გარკვეულ უნარებსა და ტექნიკურ ცოდნას მოითხოვს“, – ამბობს გამოფენის კურატორი ანა კოლივა.
გამოფენა, სახელწოდებით „დემიენ ჰირსტი – არქეოლოგია ახლა“, რომის ბორჯეზეს გალერეაში 7 ნოემბრამდე გაგრძელდება.