გენოციდში ბრალდებული

საერთაშორისო ტრიბუნალმა იუგოსლავიელი გენერალი რადკო მლადიჩი ბოსნიელების გენოციდში ბრალდებულად სცნო

საერთაშორისო ტრიბუნალმა იუგოსლავიელი გენერალი რადკო მლადიჩი ბოსნიელების გენოციდში ბრალდებულად სცნო და მას სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა, ახლა ის საბოლოო განაჩენს ელოდება.

ჰააგაში სასამართლო პროცესს დაზარალებულთა ოჯახის წევრები დაესწრებიან. გენერალი მლადიჩი 16- წლიანი მიმალვის შემდეგ  2011 წელს დააპატიმრეს.

2017 წელს ტრიბუნალმა რატკო მლადიჩი 11 ბრალდებიდან  10-ში  დამნაშავედ სცნო – ბოსნიელების გენოციდი სრებრენიცაში კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულად შეფასდა. ასევე მას ბრალად ედება ომის კანონის დარღვევა.

“მლადიჩმა დაქვემდებარებულ ოფიცრებთან ერთად  კარგად ორგანიზებული და ფართომასშტაბიანი  ოპერაცია მოაწყო. ოპერაციის შედეგად რამდენიმე დღეში 7000-ზე მეტი მამაკაცი დაიღუპა, ტერიტორიიდან იძულებით გადაასახლეს 30000 ქალი, მათ შორის ბავშვები და მოხუცები”, – განაცხადა ყოფილი იუგოსლავიის საკითხებზე საერთაშორისო ტრიბუნალის პროკურორმა დერმოტ გრუმმა.

მლადიჩს პირველად  ბრალი 1995 წელს წაუყენეს. იგი 16 წლის განმავლობაში იმალებოდა, 2011 წელს კი მლადიჩი სოფელ ლაზარევოში, ბიძაშვილის სახლში, დააკავეს.

“მლადიჩი სარაევოს მოქალაქეების გატაცებაზე ისე საუბრობს, თითქოს სპორტით არის დაკავებული და ისვენებს”, – ამბობს პროკურორი.

დაზარალებულთა ოჯახის წევრები, რომლებიც ჰააგაში სასამართლო პროცესს დაესწრებიან, მისთვის განაჩენის გამოტანას ელოდებიან.

“ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ მას სამუდამო პატიმრობას მიუსჯიან და დამატებით ბრალდებასაც წაუყენებენ ქალაქ პრიედორსა  და სხვა ადგილებში მომხდარი გენოციდის გამო. თუ სამართალი არსებობს, ეს აუცილებლად მოხდება”, – ამბობს ერთ-ერთი დაზარალებული კადა ჰოტიჩი, რომელმაც გენოციდის დროს ორი ვაჟი დაკარგა.

მლადიჩის დაცვის მხარემ საჩივარი შეიტანა პირველად გამოტანილი განაჩენის გამო. პროკურატურამ უპასუხა, რომ იგი დამნაშავედ უნდა ეცნოთ 1992 წელს ექვს მუნიციპალიტეტში ჩადენილი გენოციდისთვისაც.

2012 წელს სასამართლო სხდომაზე დაცვის მხარემ განაცხადა, რომ ყოფილი გენერლის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესებულია და იგი ვერ ჩაერთვება საქმეში.

ეს ამბავი საჩივრის განხილვის გადადების მთავარი მიზეზი გახდა.

უახლესი

სხვა ამბები

რადკო მლადიჩირადკო მლადიჩი

Send this to a friend