მთავარისაქართველოფილიპ რიკერმა ვიზიტის დროს ბოლო შეხვედრა ოპოზიციის წარმომადგენლებთან გამართა

ფილიპ რიკერმა ვიზიტის დროს ბოლო შეხვედრა ოპოზიციის წარმომადგენლებთან გამართა

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოვალეობის შემსრულებელმა ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ფილიპ რიკერმა ბოლო ოფიციალური შეხვედრა თბილისში ოპოზიციის წარმომადგენლებთან გამართა.

შეხვედრისას მათ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის დოკუმენტში ასახული რეფორმები, ქვეყნის განვითარებასა და ევროატლანტიკურ კურსთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს.

გუშინ რიკერი ასევე შეხვდა  მთავრობის, ოპოზიციისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს. საქართველოს შემდეგ რიკერი ოფიციალური ვიზიტით სომხეთსა და აზერბაიჯანს სტუმრობს.




უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend