აშშ-ის ნაკრები კონკაკაფის ერთა ლიგის ჩემპიონია. ფინალურ შეხვედრაში ამერიკელებმა მექსიკის ნაკრები 3:2 დამატებით დროში დაამარცხეს.
ანგარიში მეორე წუთზე მანუელ კორონამ გახსნა. ჯოვანი რეინამ 27-ე წუთზე ანგარიში გაათანაბრა.
79-ე წუთზე დიეგო ლაინეზის გოლით მექსიკელები კვლავ დაწინაურდნენ, თუმცა სამი წუთის შემდეგ უისტონ მაკინიმ წონასწორობა აღადგინა და დამატებითი დრო დაინიშნა.
114-ე წუთზე კრისტიან პულიშიჩმა პენალტი ზუსტად შეასრულა და აშშ-ის ნაკრები დააწინაურა. მატჩის მიწურულს პენალტი ზაკარი სტეფენის კარის მიმართულებითაც დაინიშნა, თუმცა აშშ-ის ნაკრების მეკარემ ანდრეს გუარდადოს დარტყმული მოიგერია და გუნდს გამარჯვება მოუტანა.
გიორგი სანაძე