მთავარი მსოფლიო 7 წელი ტრაგედიიდან

7 წელი ტრაგედიიდან

მალაიზიის ავიახაზების თვითმფრინავის ჩამოვარდნის დღეს იხსენებენ

2014 წლის 17 ივლისს უკრაინულ სოფელ ჰრაბოვეში მცხოვრებმა ადამიანებმა დაინახეს, როგორ ჩამოვარდა თვითმფრინავი.

მალაიზიის ავიახაზების თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად 298 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა. მათ პატივსაცემად სოფელში მცირე ზომის მემორიალი დაიდგა.

ადგილობრივები თვითმფრინავის ჩამოვარდნის დღეს იხსენებენ.

„თვითმფრინავი როცა ჩამოვარდა, მთელ ტერიტორიაზე ნივთები იყო მიმოფანტული: ბავშვების სათამაშოები, ლეპტოპები…. შემდეგ ცხედრების წასაყვანად მოვიდნენ. საშინელება იყო“, – იხსენებს ვალენტინა ჟიგირისი.

საერთაშორისო გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ თვითმფრინავს სეპარატისტების მიერ კონტროლირებადი ტერიტორიიდან რუსული წარმოების სარაკეტო სისტემიდან ესროლეს.

 

ამჟამად მომხდართან დაკავშირებით ჰააგაში ოთხი ადამიანის სასამართლო საქმე მიმდინარეობს. მათ ბრალად სარაკეტო სისტემის აღმოსავლეთ უკრაინაში გადატანა ედებათ.

ადგილობრივების თქმით, დამნაშავეების პოვნის შანსი მცირეა.

„არ მგონია, იპოვონ ის, ვინც ამაზეა პასუხისმგებელი. მათი პოვნა რთული იქნება, საქმე ისეა ჩახლართული“, – ყვება ვალერი.

სოფელს, რომელშიც რამდენიმე ასეული ადამიანი ცხოვრობს, ამჟამად დონეცკის სახალხო რესპუბლიკის სეპარატისტები აკონტროლებენ.

ადგილობრივების თქმით, ომის შემდეგ ცხოვრება ნელ-ნელა ჩვეულ რიტმს დაუბრუნდა.

„თვითმფრინავის ჩამოვარდნის შემდეგ დიდი არაფერი შეცვლილა, გარდა იმისა, რომ სოფელში ახლა ნაკლები ადამიანი ცხოვრობს. სხვა მხრივ, ცხოვრება ძველებურად გრძელდება“, – ამბობს ადგილობრივი ალექსეი რომანცოვი.

რუსეთი დღემდე გაურბის პასუხისმგებლობის აღებას თვითმფრინავის ჩამოგდებასთან დაკავშირებით.

გამომძიებლების თქმით, დამნაშავეების ძიების პროცესი მომავალშიც გაგრძელდება.

 

 

უახლესი

სხვა ამბები

მალაიზიის ავიახაზებიმალაიზიის ავიახაზები
Send this to a friend