მთავარიამერიკააშშამერიკის შეერთებულ შტატებში ალცჰაიმერის დაავადების საწინააღმეგო პრეპარატი „ადუქანუმაბი“ დაჩქარებული წესით დამტკიცდა

ამერიკის შეერთებულ შტატებში ალცჰაიმერის დაავადების საწინააღმეგო პრეპარატი „ადუქანუმაბი“ დაჩქარებული წესით დამტკიცდა

ამერიკის შეერთებული შტატების საკვებისა და წამლის სააგენტომ ალცჰაიმერის დაავადების სამკურნალო პრეპარატი „ადუქანუმაბი“ დაჩქარებული წესით დაამტკიცა. ექიმების აზრი  პრეპარატის კვლევის შედეგებთან დაკავშირებით ორად იყოფა, თუმცა დემენციის საქველმოქმედო ფონდებში აცხადებენ, რომ ადამიანებს უნდა მიეცეთ საშუალება, ისარგებლონ ამ პრეპარატით, რადგან ისინი დიდხანს ელოდნენ დაავადების სამკურნალო საშუალებას.

ამერიკის შეერთებულ შტატებში პირველად, 20 წლის განმავლობაში, ალცჰაიმერის დაავადების სამკურნალო ახალი პრეპარატი დაამტკიცეს.

წამალი „ადუქანუმაბი“ დემენციის ყველაზე გავრცელებული ფორმის გამომწვევ მიზეზებს ებრძვის და არა მის სიმპტომებს.

შეერთებული შტატების საკვებისა და წამლის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ არსებობს მნიშვნელოვანი მტკიცებულებები იმისა, რომ ეს პრეპარატი თავის ტვინში ამცირებს ბეტაამილოიდურ ფირფიტებს, რის შედეგადაც პაციენტების მდგომარეობა ბევრად უმჯობესდება.

თუმცა ამ პრეპარატს ბევრი ექიმი ეჭვის თვალით უყურებს, რადგან მათთვის კვლევის შედეგები არადამაკმაყოფილებელია.

მარია კარილო ალცჰაიმერის ასოციაციის წამყვანი მეცნიერია. იგი აღნიშნავს, რომ კვლევის შედეგებთან დაკავშირებით ბევრი უზუსტობა არსებობს, რამაც აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია. თუმცა ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საკვებისა და წამლის ადმინისტრაციამ დაჩქარებული წესით უკვე დაამტკიცა პრეპარატი. ეს კი უნიკალური მოვლენაა. ასეთ გადაწყვეტილებას მხოლოდ სერიოზული და მძიმე დაავადების დროს იღებენ, როცა მედიცინა უკვე უძლურია. მისი თქმით კი, ალცჰაიმერი სწორედ ერთ-ერთი ასეთი დაავადებაა.

დემენციის საქველმოქმედო ფონდებში აცხადებენ, რომ დამატებითი კვლევების პარალელურად დემენციის მქონე ადამიანებს საშუალება უნდა ჰქონდეთ, მიიღონ ეს პრეპარატი,  რადგან ისინი უკვე დიდი ხანია ელოდებიან ამ ვერაგი დაავადების სამკურნალო საშუალებას. ეს გადაწყვეტილება კი მილიონობით ამერიკელის ცხოვრებას შეცვლის. პრეპარატს, სავარაუდოდ, 1 წელიწადში ევროპაშიც დაამტკიცებენ.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend