სალვადორი მსოფლიოში პირველი ქვეყანა შეიძლება გახდეს, სადაც ბიტკოინი გადახდის კანონიერი საშუალება იქნება. ამის შესახებ სალვადორის პრეზიდენტმა ნაიბ ბუკელემ მაიამიში გამართულ კონფერენციაზე განაცხადა. მისი თქმით, ეს გადაწყვეტილება სალვადორის მოქალაქეებს, რომლებიც საზღვარგარეთ მუშაობენ, სამშობლოში ფულის გაგზავნას გაუადვილებს.
მოკლევადიან პერსპექტივაში კი ახალ სამუშაო ადგილებს გააჩენს.
,,მომავალ კვირას კონგრესს გავუგზავნი კანონპროექტს, რომელიც ბიტკოინს სალვადორში ოფიციალურ ვალუტად აქცევს. მოკლევადიან პერიოდში ეს შექმნის ახალ სამუშაო ადგილებს, ხელს შეუწყობს ფინანსური სარგებლის მიღებას უცხო ქვეყნებიდან. ეს კი ჩვენს ეკონომიკას გააძლიერებს“, – განაცხადა სალვადორის პრეზიდენტი ნაიბ ბუკელემ.
სალვადორის 39 წლის პრეზიდენტმა ტვიტერზე განმარტა, რომ ბიტკოინის ბრუნვაში 680 მილიარდი დოლარია და თუ მისი 1% -ის ინვესტიცია სალვადორში განხორციელდება, ეს მთლიან შიდა პროდუქტს 25%-ით გაზრდის.
[br]სალვადორის ეკონომიკა მნიშვნელოვნად დამოკიდებულია ფულად გზავნილებზე, რომელთაც საზვარგარეთ მყოფი მოქალაქეები სამშობლოში აგზავნიან.
ეს თანხა ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის 20 პროცენტს შეადგენს. სალვადორის მოსახლეობის 70 პროცენტს არ აქვს საბანკო ანგარიშები.