მთავარი საქართველო რატომ არის მნიშვნელოვანი სურსათის უვნებლობა?

რატომ არის მნიშვნელოვანი სურსათის უვნებლობა?

7 ივნისი სურსათის უვნებლობის მსოფლიო დღეა.

ამ დღის მიზანია საზოგადოებას კიდევ ერთხელ შეახსენოს, რომ სურსათის უვნებლობა ადამიანის ჯანმრთელობასთანაა დაკავშირებული.  სურსათის უვნებლობის დღის დევიზი წელს ასეთია- „უვნებელი სურსათი დღეს, ხვალინდელი ჯანმრთელი დღისათვის“. (Safe food today for a healthy tomorrow). რატომ არის მნიშვნელოვანი სურსათის უვნებლობა და როგორი მდგომარეობაა ამ მხრივ საქართველოში?

პროდუქტი, რომელიც დახლზე ხვდება მომხმარებლისთვისაა განკუთვნილი. ისინი ინტერესდებიან მისი ფასით და იმით თუ საიდანაა პროდუქტი? მაგრამ ფიქრობენ თუ არა რამდენად უვნებელია სურსათი რომელსაც სახლში მიიტანენ.

 
ქუჩაში “ევრონიუს ჯორჯია”  მოქალაქეებს კითხვით მიმართა:


პროდუქტის შეძენისას აკვირდებიან თუ არა მის ვადას და შემადგენლობას?

პასუხები ასეთი იყო:

„ოჯახში ყველას  უნდა, რომ მაღალი ხარისხის სურსათი ჰქონდეს, რათა ოჯახის წევრების ჯანმრთელობა იყოს დაცული, ამიტომ როცა ვყიდულობ პროდუქტს აუცილებლად ვამოწმებ ვადას“.

„შემადგენლობას ნაკლებად თუმცა ვადას ვაქცევ ყურადღებას“.

„იმისთვის ვიქცევი ასე რომ ხანდახან არ არის პროდუქტი ისეთი.. ვადაგადაცილებულებია ზოგჯერ“.

„მე ვენდობი გამყიდველებს და არ მჭირდება იმის კირკიტი რა წერია ზედ“.

რამდენად სანდოა დახლზე მოხვედრილი სურსათი?

საქართველოში დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის  2018 წლის მონაცემებით ასი ათას მოსახლეზე  „სავარაუდო საკვებისმიერი მოშხამვის“ 36826 შემთხვევა იყო.

სპეციალისტების თქმით, ეს მაჩვენებელი გაზრდილია, მაგრამ არის შემთხვევები, როცა სურსათის მავნებლობის შედეგები გვიან ვლინდება.

„შეიძლება სურსათი შეიცავდეს სხვადასხვა ისეთ ნივთიერებას რომლის გავლენაც ადამიანმა ერთიანად ვერ იგრძნოს, მაგრამ წლების განმავლობაში ამან შეიძლება გამოიწვიოს მძიმე დაავადებების განვითარება. ყოველწლიურად, დაახლოებით 50-60 ათასი ადამიანი იწამლება სავარაუდოდ სურსათით, თუმცა უნდა ვივარაუდოთ, რომ ეს მონაცემი არის გაცილებით დიდი, შეიძლება 10-ჯერ დიდიც იყოს. მსოფლიო პრაქტიკიდან გამომდინარე ადამიანები მსუბუქად მოწამვლისას ექიმს არ მიმართავენ“, – ამბობს სტრატეგიული კვლევების და განვითარების ცენტრის მომხმარებლის უფლებების დაცვის პროგრამის ხელმძღვანელი ვახტანგ კობალაძე.

2014 წელს საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შეთანხმების ერთ-ერთი ვალდებულება სურსათის უვნებლობის საკითხი იყო.

გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციაში ამბობენ, რომ მწარმოებლებისთვის კანონი უფრო გამკაცრდა.

„საქართველოში, რა თქმა უნდა, ბოლო პერიოდში საკმაოდ პოზიტიურად შეიცვალა ყველაფერი, სურსათის კონტროლი გამკაცრდა, რაც გულისხმობს ფერმიდან სუფრამდე კონტროლს, ეს არ უნდა დაგვავიწყდეს,ეს  ყველაზე მთვარია ფერმიდან სუფრამდე. თუ ფერმაში არ მოუარეთ პირუტყვის და დაავადებული მცენარეული პროდუქტი  მოვიყვანეთ ის შეიძლება ადამიანის პრობლემად გადაიქცეს. ხშირად უხარისხოა ამბობენ პროდუქტზე ჩვენ ყველამ ვიცით, რომ პური არის პირველი მეორე ხარისხის, დაბალ ხარისხი არ ნიშნავს რომ ის მავნებელია ორგანიზმისთვის“, – ამბობს გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის პროექტების ხელმძღვანელი მიხეილ სოხაძე.

სურსათის უვნებლობის დღეს საქართველოშიც აღნიშნავენ, ამჯერად ახალი დევიზით რომელიც საზოგადოებას შეახსენებს, რომ უვნებელი სურსათი დღეს ჯანმრთელი ხვალინდელი დღის საწინდარია.

უახლესი

სხვა ამბები

სურსათის უვნებლობასურსათის უვნებლობა
Send this to a friend