მთავარი გადაცემები Cult დასავლეთ ბალკანეთის კულტურის გზა

დასავლეთ ბალკანეთის კულტურის გზა

რა საერთო აქვთ ღვინოსა და არქეოლოგიას? ამ კითხვის პასუხი ილირიკუმის გზის ლაბირინთებში იმალება. გზა, რომლის სახელიც ძველ რომალებს უკავშირდება,  ალბანეთის, ბოსნია და ჰერცეგოვინის, მონტენეგროსა და ჩრდილეოთ მაკედონიის ანტიკურ სანახებზე გადის.

მილენა ფილიპოვიჩი, კულტურული ტურიზმის ექსპერტის განმარტებით, „ეს რომის იმპერატორებისა და დუნაის ღვინის გზის გაგრძელებაა.“

მილენა ფილიპოვიჩი, კულტურული ტურიზმის ექსპერტი:

„ ეს მარშრუტი აერთიანებს ღვინოს, არქეოლოგიასა და სათავაგადასავლო ტურიზმს. ეს არის კულტურის დერეფანი, რომელიც რეგიონის სულს გადმოსცემს.“

ამ გზაზე თითოეული არქოლოგიური ძეგლი აჩვენებს, თუ როგორ ცხოვრობდა ხალხი მეორედან მეექვსე საუკუნემდე. ამ გზის კონცეფცია მხოლოდ ისტორიასთან ზიარება არ არის, იგი ადგილობრივი ღვინოების დაგემოვნებასაც გულისხმობს. გზის გასწვრივ უამარავი ვენახია გაშენებული.

 
მაგრამ თუ ღვინო მაინცდამაინც არ გიყვარს, შეგიძლია  ბალკანეთის მონუმენტების მარშრუტს გაუყვე, რომელიც მეოცე საუკუნის მეორე ნახევარში დადგმულ აბსტრქატულ და თანამედროვე მონუმენტებს მოიცავს. ეს მონუმენტები ხშირად მეორე მსოფლიო ომის შემდგომი პერიოდის სათქმელს გადმოსცემენ.


მილენა ფილიპოვიჩი, კულტურული ტურიზმის ექსპერტი:

„ეს ხელოვნებისა და ბუნების კომბინაციაა, რომელიც სრულიად განსაკუთრებულ მოგზურობას გთავაზობთ  ამ შთამბეჭდავ მონუმენეტებს შორის, რომლებიც ზოგჯერ არაამქვეყნიურად გამოიყურებიან.“

თუ ბალკანეთის ხელოვნებას იცნობთ, თქვენდა გასაოცრად აღმოაჩენთ, რომ ეს მონუმენტები რეგიონისთვის დამახასიათებელი სტილისაგან სრულიად განხვავდებიან. მაგალითად, აქ ნახავთ აბსტრაქტული ექსპრესიონიზმის, გეომეტრიული აბსტრაქციის,  ლენდ-არტისა და მინიმალიზმის ნიმუშებს. დიდი ალბათობით, ამის ნახვის შემდეგ ევროპის ამ მხარეს სულ სხვა კუთხიდან დაინახავთ.

ილიკრიუმისა და ბალკანეთის მონუმენტური მარშრუტები დასავლეთ ბალაკნეთის რეგიონისთვის უკიდურესად მნიშვნელოვანია. ეს რეგიონი სწორედ ამ გზების საშუალებით იმედოვნებს  კულტურათშორისი დიალოგის, ურთიერთთანხმობისა და ეკონომიკური განვითარების  წახალისებასა და შენარჩუნებას.

დასავლეთ ბალკანეთში იმედი აქვთ, რომ ეს კულტურული მარშრუტები პოსტ-პანდემიურ პერიოდში ტურიზმის განვითარებას შეუწყობს ხელს და ამ რეგიონის მდიდარ,  მრავალფეროვან, მაგრამ მთვლემარე კულტურულ მემკვიდრეობას საქვეყნოდ გაუთქვამს სახელს.

ავტორი: ანდრეა ბოლითო

უახლესი

სხვა ამბები

ბალკანეთიბალკანეთი
Send this to a friend