მთავარი ევროპა დანია დანიაში ხელოვნური კუნძულის პროექტს აპროტესტებენ

დანიაში ხელოვნური კუნძულის პროექტს აპროტესტებენ

დანიაში პარლამენტის მიერ დამტკიცებულ ხელოვნური კუნძულის პროექტს საპროტესტო აქციები მოჰყვა.

პროექტი დედაქალაქს ზღვის დონის აწევისგან დაიცავს, თუმცა სპეციალისტები ფიქრობენ, რომ გარემოსდაცვითი ზომები პროექტში გათვალისწინებული არ არის.

პროექტი მიზნად ისახავს, დაიცვას დანიის დედაქალაქი წყალდიდობისა და ზღვის დონის აწევისგან. თუმცა ამას გარემოს დამცველები ეწინააღმდეგებიან.

“არ არსებობს გეგმა, რომელიც შეაფასებს, თუ რა გავლენა ექნება ამ ყველაფერს გარემოზე.  ექსპერტებს თუ ჰკითხავთ, ამას ცუდი შედეგი მოჰყვება”, -ამბობს აქციის ერთ-ერთი მონაწილე სებე სელვიგი.

 
“ეს გადაწყვეტილება არასწორი და კომიკურია. პროექტი უკანონო უნდა იყოს” – მიიჩნევს საპროტესტო აქციის მონაწილე მორტენ მაგარდი.


აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ  არა მხოლოდ სახლებისა და გზების მშენებლობის ნაწილი, არამედ მთლიანად კუნძულის მშენებლობაა ეკოლოგიურად შესაფასებელი.

ტრანსპორტის მინისტრი ბენი ენგელბრეხტი უარყოფს ბრალდებებს გარემოს დაცვის საკითხებისა და პროექტის შეუსაბამობასთან დაკავშირებით.

“ჩვენ ჩავატარეთ ცდები. ყველა არგუმენტი ჩვენს სასარგებლოდაა. მე ძალიან კმაყოფილი ვარ.  ექსპერტებმაც დასვეს  შეკითხვები, პარლამენტმაც განიხილა და დაამტკიცა პროექტი“, – განაცხადა დანიის ტრანსპორტის მინისტრმა ბენი ენგელბრეხტმა.

პორტის განვითარებაზე პასუხისმგებელი კომპანიის გენერალურ დირექტორს მიაჩნია, რომ ეს პროექტი, მიუხედავად ბევრი დაბრკოლებისა, აუცილებლად უნდა განხორციელდეს.

”ჩვენ ვიცით, რომ ზღვის დონე იწევს, ჩვენ დედაქალაქი უნდა დავიცვათ”, – ამბობს პროექტის გენერალური მენეჯერი ანა სკოვბრო.

მშენებლობის დასრულება 2070 წლისთვისაა სდაგეგმილი.


უახლესი

სხვა ამბები

დანიაშიდანიაში

Send this to a friend