მთავარიკუბინინოწმინდის პანსიონიდან ბავშვების გამოყვანის მოთხოვნით PHR სასამართლოს მიმართავს

ნინოწმინდის პანსიონიდან ბავშვების გამოყვანის მოთხოვნით PHR სასამართლოს მიმართავს

ნინოწმინდის პანსიონში განვითარებული მოვლენების გამო გუშინ თბილისში პროკურატურასთან გაიმართა საპროტესტო აქცია, რომელიც დაპირისპირებაში გადაიზარდა. დააკავეს რამდენიმე აქტივისტი.

არასამთავრობო ორგანიზაცია „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ (PHR), რომელიც ჩართულია ამ საქმეში, კიდევ ერთხელ მიმართავს სასამართლოს ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონთან დაკავშირებით. ამჯერად ორგანიზაციის იურისტები მოითხოვენ ყველა ბავშვის დაუყოვნებლივ გამოყვანას. ამის შესახებ PHR-ის წარმომადგენელმა ანა არგანაშვილმა ფეისბუკზე დაწერა:

„ხვალ დილას სასამართლოში შევიტანთ ახალ შუამდგომლობას და უზრუნველყოფის ღონისძიების სახით მოვითხოვთ ნინოწმინდის ბავშვთა სახლიდან ყველა ბავშვის დაუყოვნებლივ გამოყვანას. მხოლოდ მონიტორინგის მოთხოვნა აღარ არის საკმარისი. დღეს გავრცელებული ახალი კადრები და ინფორმაცია ბავშვთა მიმართ ძალადობისა და დანაშაულების შესახებ ჩვენთვის საგანგაშოა“, – წერს ანა არგანაშვილი.

 
ორგანიზაციის წარმომადგენლებმა ადრეც მიმართეს სასამართლოს სახალხო დამცველის დაწესებულებაში შეშვების მოთხოვნით, თუმცა მოსამართლემ ორგანიზაციის მოთხოვნა არ დააკმაყოფილა.

[br]არგანაშვილი იმოწმებს სხვადასხვა მედიასაშუალების მიერ გავრცელებულ კადრებს, რომლებშიც პანსიონის როგორც ყოფილი, ისე ამჟამინდელი აღსაზრდელები ძალადობის შესახებ საუბრობენ.

მიმდინარე მოვლენებს ფეისბუკზე გამოეხმაურნენ საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენლები. როგორც ისინი აღნიშნავენ, მათ სახალხო დამცველის განცხადებებიდან გაიგეს, რომ გამოძიება მიმდინარეობს პანსიონთან დაკავშირებით. საპატრიარქომ მიმართა შსს-ს, გაასაჯაროოს აღნიშნული საქმეები, რომ არაფერი იყოს დაფარული და ზოგიერთებმა ეს საკითხი სპეკულაციისთვის არ გამოიყენონ.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend