მთავარი ამერიკა აშშ აშშ კორონავირუსის ვაქცინის 80 მილიონ დოზას სხვა ქვეყნებს გაუნაწილებს

აშშ კორონავირუსის ვაქცინის 80 მილიონ დოზას სხვა ქვეყნებს გაუნაწილებს

მომავალ კვირას ინგლისში დიდი შვიდეულის ლიდერების სამიტი უნდა გაიმართოს. მანამდე კი 3 ივნისს ოქსფორდში შვიდი ქვეყნის  ჯანდაცვის მინისტრები შეიკრიბნენ. ბრიტანეთის ჯანდაცვის მინისტრმა მეთ ჰენკოკმა თავის კოლეგებს იმ უნივერსიტეტში უმასპინძლა, რომელშიც კორონავირუსის საწინააღმდეგო „ასტრაზენეკას“ ვაქცინა შეიქმნა.

ამავდროულად, შეერთებულმა შტატებმა 4 მილიარდი დოლარი გამოყო პლატფორმა „კოვაქსის“  მხარდასაჭერად, ასევე გაფორმდა ორმხრივი შეთანხმება ვაქცინების წარმოების დაჩქარებასთან დაკავშირებით.

 
თეთრი სახლის კოორდინატორმა კორონავირუსის საკითხებში ჯეფ ზიენთსმა აღნიშნა, რომ, პრეზიდენტის ბრძანებით, შეერთებული შტატები ივნისის ბოლომდე ვაქცინის 80 მილიონ დოზას გაუნაწილებს სხვა ქვეყნებს, ეს კი 5-ჯერ მეტია, ვიდრე ნებისმიერი სხვა ქვეყნის მიერ გაზიარებული დოზების რაოდენობა.


80 მილიონი დოზა შეერთებულ შტატებში ივნისსში წარმოებული ვაქცინების რაოდენობის 13 პროცენტს შეადგენს.

ჯეფ ზიენთსის თქმით, ზაფხულში კვლავ იგეგმება სხვა ქვეყნებისთვის ვაქცინების დამატებითი დოზების განაწილება.

უნგრეთმა კი სლოვენიას „ასტრაზენეკას“ ვაქცინის 300 000 დოზა ასესხა. ჯერ კიდევ არსებობს ვაქცინის მიწოდებასთან დაკავშირებული პრობლემები და უცნობია, თუ როდის მოხდება ამ მათი მოგვარება.

ამიტომ სლოვენიაში ოთხშაბათს მეზობელი უნგრეთიდან ვაქცინის 300 000 დოზა შემოიტანეს.

სლოვენიის ოფიციალური პირები იმედოვნებენ, რომ „ასტრაზენეკას“ ვაქცინის მეშვეობოთ მოსახლეობაში  ვაქცინაციისადმი ინტერესი გაიზრდება.

უახლესი

სხვა ამბები

Send this to a friend