თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს, 3 ივნისს, ოპოზიციონერი პოლიტიკოსის გიგი უგულავას სასამართლო პროცესი გაიმართება.
ამჯერად საქმე ეხება ძიუდოისტის, ბადრი გავაშელიშვილის შესაძლო ცემის ფაქტს. შემთხვევა 2019 წელს აეროპორტში მოხდა.
უგულავას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით აქვს წარდგენილი. მასთან ერთად ბრალდებულია გავაშელიშვილის მეგობარი დავით პარკაძე, რომელსაც პოლიტიკოს გოკა გაბაშვილის ცემას ედავებიან.