ამერიკელი სენატორები ჯინ შაჰინი და რობ პორტმანი საოკუპაციო ხაზთან ჩავიდნენ.
ამის შესახებ ინფორმაციას ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში ავრცელებს. მათივე ცნობით, სენატორებს ადმინისტრაციული საზღვრის ხაზთან ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი საქართველოში მარეკ შჩიგელი დახვდა.
ჯინ შაჰინი და რობ პორტმანი სოფელ ზემო ნიქოზს ეწვევიან.