ჰონგ-კონგი ჩინეთში ერთადერთი ადგილი იყო, სადაც ტიანანმენის მოედანზე განვითარებულ მოვლენების გასახსენებლად სხვადასხვა ტიპის ღონისძიებას მართავდნენ.
თუმცა, უკვე მეორე წელია ჩინეთში ამ დღესთან დაკავშირებული ცერემონიები აკრძალეს.
ტიანანმენის მოედანზე გამართული საპროტესტო აქციებისადმი მიძღვნილი „4 ივნისის მუზეუმი“ გახსნიდან რამდენიმე დღეში დაიხურა.
ჩინეთის მთავრობის განცხადებით, მუზეუმს გამოფენის მოწყობის ლიცენზია არ ჰქონდა.
ტიანანმენის მოედანზე გამართული მასობრივი აქციების დარბევიდან 32 წელი გავიდა.
აქციის მონაწილეები, რომელთა უმეტესობა სტუდენტი იყო, დემოკრატიულ მმართველობას მოითხოვდნენ.
მათ დასარბევად ქუჩაში ჩინეთის ჯარი გამოვიდა.
ჯერ კიდევ უცნობია, თუ რამდენი ადამიანი დაიღუპა ტიანანმენის აქციების დროს.
ექსპერტების თქმით, ეს რიცხვი შესაძლებელია რამდენიმე ათასიც კი იყოს. მათ, ვინც ტიანანმენის მოვლენებს იხსენებს, ჩინეთში დღემდე სასტიკად სჯიან.