მთავარი გადაცემები კუბი ჯანმომ ვაქცინა "სინოვაკს" საგანგებო გამოყენებისთვის ავტორიზაცია მიანიჭა

ჯანმომ ვაქცინა “სინოვაკს” საგანგებო გამოყენებისთვის ავტორიზაცია მიანიჭა

სინოვაკისკორონავირუსის ვაქცინა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ საგანგებო გამოყენებისთვის დაამტკიცა.

პრეპარატი “სინოფარმის” შემდეგ უკვე მეორე ჩინური ვაქცინაა, რომელმაც ჯანმოს ავტორიზაცია მიიღო.

მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნისთვის ეს გადაწყვეტილება მანიშნებელია, რომ ვაქცინა ეფექტიანი და უსაფრთხოა.

ავტორიზაციის შედეგად ვაქცინის მსოფლიოში განაწილება შესაძლებელი “კოვაქს” პლატფორმის სარგებლობით გახდება.

ჯანმოს მონაცემებით, ვაქცინამ კორონავირუსის ინფექციის მძიმე მიმდინარეობისა და ჰოსპიტალიზაციისგან აცრილთა 100 პროცენტი, ხოლო სიმპტომური დაავადებისგან 51 პროცენტი დაიცვა.

კლინიკურ კვლევებში 60 წელს გადაცილებულთა რაოდენობა მცირე იყო, რის გამოც ასაკის ამ კატეგორიაში ვაქცინის ეფექტიანობის დაზუსტება ვერ მოხერხდა, თუმცა ჯანმოში აცხადებენ, რომ ვაქცინა სავარაუდოდ, ამ ასაკის ადმიანებისთვისაც ეფექტიანია და ასაკობრივი შეზღუდვის დაწესების შესახებ რეკომენდაციას არ იძლევიან.

სინოვაკის” ვაქცინა ერთ-ერთია, რომელიც საქართველოში გამოიყენება.

ამ პრეპარატით ვაქცინაცია ქვეყანაში 24 მაისს დაიწყო, როდესაც მას ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ავტორიზაცია არ ჰქონდა.

უახლესი

სხვა ამბები

ვაქცინავაქცინა
Send this to a friend