მთავარიევროპაბელარუსიმოქალაქეები ლუკაშენკოს წინააღმდეგ პერსონალური სანქციების დაწესებას მოითხოვენ

მოქალაქეები ლუკაშენკოს წინააღმდეგ პერსონალური სანქციების დაწესებას მოითხოვენ

პოლონეთში მცხოვრები ბელარუსები პრეზიდენტ ალექსანდრე ლუკაშენკოს რეჟიმის წინააღმდეგ ორი დღეა საპროტესტო აქციას მართავენ.

ისინი ავტორიტარული ლიდერისთვის სანქციების დაწესებას მოითხოვდნენ.

აქციის მონაწილეებმა მოუწოდეს ევროკავშირსა და შეერთებულ შტატებს, დაეხმარონ დაკავებული ბელორუსი ჟურნალისტის რომან პროტასევიჩისა და მისი პარტნიორის გათავისუფლებაში.

შეერთებულ შტატებში პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ხსოვნის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე საზოგადოებას მიმართა და პირობა დადო, რომ მსოფლიო ლიდერებს მოუწევთ, ადამიანის უფლებების დარღვევის გამო პასუხისმგებლობა აიღონ.

 

“მე ორი საათის განმავლობაში ვესაუბრე პრეზიდენტს და ავუხსენი, რომ ჩვენ ვერაფერს გავაკეთებთ, გარდა იმისა, რომ დავიცვათ ადამიანის უფლებები, ჩვენთან ასეა,  ჩვენ ასეთები ვართ. მე პრეზიდენტ პუტინს რამდენიმე კვირაში შევხვდები ჟენევაში. ჩვენ ასე ვერ გავაგრძელებთ,  უფლებების დარღვევას მხარს ვერ დავუჭერთ”, – განაცხადა აშშ-ს პრეზიდენტ ჯო ბაიდენმა.

რუსეთი  ლუკაშენკოს მოკავშირეა. მიუხედავად საერთაშორისო აღშფოთებისა, სამგზავრო თვითმფრინავმა მიმართულება თვითმფრინავში ბომბის არსებობის მოტივით შეიცვალა.

ჟურნალისტის დაკავება საერთაშორისო თანამეგობრობამ შეაფასა, როგორც სახელმწიფოს მხრიდან ტერორისტული აქტი.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend