მთავარი მსოფლიო აფრიკა სექსმუშაკთა პროტესტი სამხრეთ აფრიკაში

სექსმუშაკთა პროტესტი სამხრეთ აფრიკაში

იოჰანესბურგის ქუჩებში ხუთშაბათს ასობით სექსმუშაკი გამოვიდა. ისინი პროსტიტუციის დეკრიმინალიზაციას ითხოვენ.

აქციის მსვლელობისას მონაწილეები მღეროდნენ და მოწოდებებს ყვიროდნენ.

“ყველამ, ვინც ამ სფეროში არ არის, უნდა გააცნობიეროს, თუ როგორ პირდაპირ მოქმედებს სექსუალური მუშაობის კრიმინალიზაცია მათ კეთილდღეობაზე, მათი ცხოვრების ხარისხზე. ასე რომ, როგორც ქალებს, ჩვენ გვინდა დავრწმუნდეთ, რომ მათ შეუძლიათ თავისუფლად სიარული ნებისმიერ პირობებში,  დღისითაც და ღამითაც. ჩვენ ვერ ვხედავთ სხვაობას. ქალი არის ქალი, ჭრილობა და ტრავმა ყველასთვის ერთნაირად მტკივნეულია”, – ამბობს მუსიკოსი ნომსა მაზვაი.

”სექსმუშაკებიც ადამიანები არიან, ისინი არიან დედები, ვიღაცის დები, სექსმუშაკები ისევე მუშაობენ, როგორც ჩვენ ყველა, მათ ჩვენი დახმარება სჭირდებათ“,  – განაცხადა აქტივისტმა და სექს-მუშაკმა დუდუზილე დლამინიმ.

 

“წარმოიდგინეთ, რომ თქვენზე ძალადობენ და თქვენ გეშინიათ, გეშინიათ იმის, რომ პოლიციაში მიხვიდეთ და განაცხადოთ. აი, რას ნიშნავს, იყო სექსმუშაკი. ასე რომ, თუ პროსტიტუციის დეკრიმინალიზაცია მოხდება, გეცოდინებათ, რომ შეძლებთ მხარი დაუჭიროთ საკუთარ თავს, კანონი და პოლიცია კი დაგიცავთ. მათ შეუძლიათ თქვენი დახმარება”. – ამბობს ერთ-ერთი სექს-მუშაკი.

სექსმუშაკთა განათლებისა და დახმარების ორგანიზაციაში ამბობენ, რომ ამ სფეროში დასაქმებული ხალხი ხშირად ხდება ძალადობის მსხვერპლი. ხშირია გაუპატიურების შემთხვევაც.

ორგანიზაციაში ამბობენ, რომ წლის განმავლობაში დაახლოებით 10 სექსმუშაკს კლავენ. თუმცა შემთხვევათა უმრავლესობა აღრიცხული არც არის.

უახლესი

სხვა ამბები

Send this to a friend