მთავარიმსოფლიოაფრიკაკონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში ვულკანის განმეორებით ამოფრქვევას ელოდებიან

კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში ვულკანის განმეორებით ამოფრქვევას ელოდებიან

ხუთშაბათს კონგოს მთავრობამ ბრძანება გასცა, რომ ამოფრქვეული ვულკანის მახლობლად მცხოვრები ხალხი სასწრაფოდ გადაიყვანონ უსაფრთხო ზონაში.

ოცდათერთმეტი ადამიანი დაიღუპა შაბათს საღამოს, როდესაც ნირაგონგომ, მსოფლიოს ერთ-ერთმა ყველაზე აქტიურმა ვულკანმა, 17 სოფელი გაანადგურა.

ვულკანის ამოფრქვევამ გააჩინა პოტენციური საფრთხე ერთ-ერთი იშვიათი მოვლენისა, რომელსაც „ლიმონის ამოფრქვევას“ უწოდებენ, ამ დროს ჰაერში მომაკვდინებელი, მახრჩობელა აირი ვრცელდება.

 
„ამოფრქვევა რომ დაიწყო გვითხრეს, რომ უნდა დაველოდოთ ევაკუაციის გეგმის დეტალებს, მაგრამ დღეს დილით ჩვენ გავიგეთ, რომ მათ, ვინც გარკვეულ ადგილებში ცხოვრობს, თავად უნდა იზრუნონ ევაკუაციაზე. მათ თქვეს, რომ მანქანებს გამოგზავნიან, მაგრამ ჯერჯერობით იქ არაფერია”,- ამბობს ევაკუირებული მცხოვრები ფორტუნატ მანეგაბე.

[br]ამ ფენომენმა პირველად მსოფლიოს ყურადღება 1984 წლის აგვისტოში მიიპყრო, როდესაც 37 ადამიანი მონუნის ტბასთან გაურკვეველი მიზეზით გარდაიცვალა.

“ზოგი, ვინც გომიდან მიემგზავრება, კივაჯაში მიდის, სხვები დიდ ჩრდილოეთში, მაგალითად, რუბეროს ტერიტორიაზე, დანარჩენები კი რუთშურუში. ხალხი წუხს. ამ ადამიანებს არ სურთ გაქცევა  ვულკანის გამო. ეს მთავრობის ბრძანებაა – გვითხრეს, რომ ევაკუაცია უნდა მოხდეს, რადგან კიდევ ერთ ამოფრქვევას ელიან. ამიტომ მიდის ხალხი, მათ ეშინიათ”, -ამბობს გომის მკვიდრი.

ხელისუფლების წარმომადგენლები ამბობენ, რომ მომდევნო ამოფრქვევა ნებისმიერ დროს შეიძლება მოხდეს.

ოთხშაბათს გაეროში განაცხადეს, რომ მისი თანამშრომლები სახიფათო ზონიდან 50 კმ-ის მოშორებით გადავლენ.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend