ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ბიუჯეტის ახალ გეგმას განაახლებს.
ის უკვე აწარმოებს მოლაპარაკებებს რესპუბლიკელებთან 2,3 მეათედი ტრილიონი დოლარის ინფრასტრუქტურის ინვესტიციის გეგმაზე.
გავრცელებული ინფორმაციით, საბიუჯეტო განაცხადი, გადასახადების გაზრდის ფონზე 1.8 მეათედი ტრილიონი დოლარის დეფიციტს შექმნის ფედერალურ მთავრობაში.
“რომ შევაჯამოთ, COVID–ის შემთხვევები და სიკვდილიანობა შემცირებულია. უმუშევრობისა და შიმშილის პრობლემებს ნელ-ნელა დავძლევთ. ვაქცინირებული ადამიანების რიცხვი იზრდება. სამუშაო ადგილების რაოდენობაც იმატებს, ადამიანების, ჯანმრთელობის მდგომარეობა უმჯობესდება, იზრდება მცირე ბიზნესის მიმართ ნდობა. მარტივად რომ ვთქვათ, ამერიკა უბრუნდება ცხოვრების ჩვეულ რიტმს. ამერიკა მოქმედებს”, -აცხადებს ჯო ბაიდენი.
ბაიდენის მიერ წარდგენილი საბიუჯეტო გეგმა ნამდვილად მისცემს რესპუბლიკელებს ახალი, დემოკრატიულად განწყობილი ადმინისტრაციის კრიტიკის საფუძველს.
პირველ რიგში, არ მოიწონებენ ბაიდენის ადმინისტრაციის მიერ გადასახადების გაზრდისა და ხარჯვის სტრატეგიას, რომელმაც შესაძლოა შექმნას დეფიციტი, ქვეყნის ეკონომიკა კი დააზარალოს და კიდევ უფრო დიდი ტვირთი დააკისროს ახალგაზრდა ამერიკელებს.