მთავარიმსოფლიოევროპაევროკავშირის ქვეყნებს ვაქცინის 260 მილიონი დოზა გადაეცემა

ევროკავშირის ქვეყნებს ვაქცინის 260 მილიონი დოზა გადაეცემა

მიუხედავად იმისა, რომ ევროკავშირის ვაქცინაციის პროგრამამ ნელი ტემპით დაიწყო მუშაობა, რაც ძირითადად მომარაგებასთან დაკავშირებული პრობლემებით იყო გამოწვეული, დღეს პროცესი შეფერხების გარეშე მიმდინარეობს.

კვირის ბოლოსთვის ევროკავშირის ქვეყნებს ვაქცინის 260 მილიონი დოზა გადაეცემათ. ეს გადაწყვეტილება კი ევროპის ლიდერების სამიტის შემდეგ მიიღეს.

ურსულა ფონ დერ ლაიენი აღნიშნავს, რომ ევროკავშირი სწორ გზას ადგას მიზნის მისაღწევად. მას მიაჩნია, რომ მათ საკმარისი დოზები უნდა ჰქონდეთ, რომ ივლისის ბოლოს ზრდასრული მოსახლეობის 70% იყოს აცრილი.

დიდ ბრიტანეთში, სადაც, მთავრობის აზრით, ვაქცინაცია წარმატებით მიმდინარეობდა,  ახლა ე.წ. ინდური შტამის გამო ღელავენ.

ეს ვირუსი ადვილად გადამდებია, ამიტომ ქვეყნის იმ რეგიონებში, რომლებშიც ვირუსი ვლინდება და ეს ძირითადად დასავლეთი ლონდონის რაიონებშია, ინტენსიური ტესტირება მიმდინარეობს. საზოგადოება ფიქრობს, რომ მთავრობა სრულად აკონტროლებს ვითარებას.

საფრანგეთიც აძლიერებს სკრინინგის პროგრამას და ვაქცინაციის კამპანიას ბორდოს მოსახლეობისთვის. ამბობენ, რომ ეს ვირუსი ბრიტანულ შტამს უკავშირდება.

ბორდოს მერი პიერ იურმიკი აღნიშნავს, რომ გასულ ოთხშაბათს მოსახლეობა ეიფორიაში იყო, წესებსაც და დისტანციასაც ნაკლებად იცავდა.

მისი აზრით, ვირუსი  მეგობრულ წვეულებებზეც ჩნდება და სახლშიც. მან ხალხს კიდევ ერთხელ შეახსენა, რომ კორონავირუსი ჯერ არ დაუმარცხებიათ.

პოლონეთში კი ხელისუფლებამ ახალი გადაწყვეტილება მიიღო. უფრო მეტი ხალხი რომ აიცრას, საზოგადოებას გათამაშება შესთავაზა. ყოველი მე-2000 ადამიანი ფულად პრემიას მიიღებს. მათ შანსი ექნებათ, ჰიბრიდული მანქანა მოიგონ. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ პრიზები მხოლოდ სრულად ვაქცინირებულებისთვის გაიცემა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend