მთავარი ამერიკა აშშ "კრუელა" - დისნეის ახალი ფილმი

“კრუელა” – დისნეის ახალი ფილმი

დისნეის ყველა მოყვარულს ახსოვს ფილმი „101 დალმატინელი“ და ბოროტმოქმედი კრუელა დე ვილი, რომელიც პატარა ლეკვების ტყავისგან ტანსაცმლის დამზადებას ცდილობს.

ახლა მისი წარსული ცხოვრების შესახებ დისნეის ახალი ფილმი, სახელწოდებით „კრუელა“ გამოდის.

ფილმში პერსონაჟის ახალგაზრდობაა მოთხრობილი. მაყურებელი ნახავს, თუ რატომ და როგორ გახდა კრუელა ასეთი დაუნდობელი. პერსონაჟის როლს ცნობილი ამერიკელი მსახიობი ემა სტოუნი ასრულებს.

 
„როცა გავიგე, რომ სცენარისტები კრუელა დე ვილის ისტორიაზე მუშაობდნენ, დავინტერესდი. ეს პერსონაჟი ძალიან მომწონს. აუცილებელი იყო, რომ კრუელას ისეთი წარსული ჰქონოდა, როგორიც მის პერსონაჟს შეეფერებოდა. ვფიქრობ, რომ საბოლოოდ ნამუშევარი კარგი გამოვიდა“, – იხსენებს მსახიობი ემა სტოუნი.


ფილმში მოქმედება ლონდონში 1970-იანი წლების პანკ-როკის აღზევების პერიოდში ხდება. ემა სტოუნის პერსონაჟი ახალგაზრდა დიზაინერია, რომელიც მოდის ინდუსტრიაში წარმატების მიღწევას ცდილობს.

„კრუელას ისტორია ძალიან მიმზიდველია. საინტერესოა ის ფაქტი, რომ ქალს უწევს, იყოს დაუნდობელი, რათა წარმატებას მიაღწიოს. კრეატიულ ქალებს ხშირ შემთხვევაში თავის გამოხატვის საშუალება არ ჰქონდათ. ერთ-ერთ სცენაში ჩემი პერსონაჟი ამბობს, რომ დაუნდობელი რომ არ ყოფილიყო, მისი ხმა სხვა გენიოსი ქალების მსგავსად დაიკარგებოდა“, – ამბობს მსახიობი ემა ტომპსონი.

ამერიკაში ფილმის პრემიერა 28 მაისს იგეგმება. „კრუელას“ ნახვა მალე საქართველოს კინოთეატრებშიც იქნება შესაძლებელი.

უახლესი

სხვა ამბები

კრუელაკრუელა
Send this to a friend