მთავარიევროპაბელარუსიჰაერში გატაცებული ჟურნალისტი

ჰაერში გატაცებული ჟურნალისტი

ბელარუსი ჟურნალისტის, რამან პრატასევიჩის დაკავებამ და დაკავების მეთოდმა, დემოკრატიულ სამყაროში დიდი გამოხმაურება გამოიწვია.

მთელმა რიგმა სახელმწიფოებმა ბელარუსის საჰაერო სივრცეში კომერციული ფრენები აკრძალეს.

საინტერესოა რამდენად უღირდა ბელარუსის ლიდერს ჟურნალისტის დაკავება.

27 წლის განმავლობაში ალექსანდრ ლუკაშენკოს ურთიერთობა დასავლეთთან არასოდეს ყოფილა კეთილმეზობლური და კონსტრუქციული.

[br]მმართველობის ამ ეტაპზე ალექსანდრ ლუკაშენკო გადარჩენისათვის იბრძვის.

ქვეყანაში ჩატარებული ბოლო საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ, ლუკაშენკოს მმართველობას დემოკრატიული სამყაროს თვალში ლეგიტიმაცია არ აქვს.

გამომდინარე ამ ფაქტიდან, ალექსანდრ ლუკაშენკოს ეგრეთწოდებული “modus operandi”, ორ დებულებას ეყრდნობა

პირველი გახლავთ ის, რომ დასავლეთთან მას დასაკარგი აღარაფერი აქვს, მეორე მოცემულობა კი გახლავთ ის რომ ამ ნაბიჯით ის ბელარუსის ოპოზიციას აჩვენებს რომ ხელშეუხებელი არავინ არის.

ბელარუსში პოლიტიკური კრიზისი სხვადასხვა სიმძაფრით 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ მიმდინარეობს.

მიუხედავად ამისა, ევროპის უკანასკნელი დიქტატორი სავარძელს ინარჩუნებს, ამავე დროს სავარაუდოა, რომ ეს ინციდენტი, კიდევ უფრო გააძლიერებს ლუკაშენკოს დამოკიდებულებას მოსკოვზე.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend