მთავარიკუბისახალხო დამცველი ნინოწმინდის პანსიონში კვლავ არ შეუშვეს

სახალხო დამცველი ნინოწმინდის პანსიონში კვლავ არ შეუშვეს

საქართველოს სახალხო დამცველის წარმომადგენლები ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში განმეორებითი ვიზიტით იმყოფებოდნენ, თუმცა მონიტორინგის განხორციელების საშუალება კვლავ არ მიეცათ.

სახალხო დამცველის აპარატი უკვე რამდენიმე თვეა, ითხოვს ნინოწმინდის პანსიონში შესვლას მონიტორინგის ჩასატარებლად.

მონიტორინგს საქართველოს სხვადასხვა პანსიონსა და ბავშვთა სახლებში აწარმოებენ.

სახალხო დამცველის აპარატის ცნობით, ორგანიზაციის  „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ მიმართვის საფუძველზე,  გაეროს ბავშვის უფლებათა დაცვის კომიტეტმა 7 მაისს  გაატარა დროებითი  ღონისძიება და სახელმწიფოს დაავალა, – დაუყოვნებლივ უზრუნველყოს შესაბამისი უფლებამოსილების მქონე მონიტორინგის ორგანოებს პანსიონში ბავშვების მდგომარეობის შემოწმება, თუმცა როგორც ომბუდსმენი აცხადებს, არც ამას გამოუღია შედეგი.

 
„მნიშვნელოვანია, რომ სახალხო დამცველის მიერ საკითხის გასაჯაროების შემდეგ სახელმწიფო სოციალურ მუშაკს მიეცა დაწესებულებაში ვიზიტის შესაძლებლობა (თითქმის ერთი წლის შემდეგ), თუმცა აღნიშნული ვერ ჩაითვლება გაეროს ბავშვის უფლებათა კომიტეტის დროებითი ღონისძიებების შესრულებად და ვერ უზრუნველყოფს ბავშვის უფლებების დაცვას, რადგან სააგენტო,  საქართველოს კონსტიტუციითა და კანონმდებლობით, არ წარმოადგენს ქვეყანაში ბავშვის უფლებების დაცვის მონიტორინგის განმახორციელებელ ორგანოს“,  – აცხადებენ სახალხო დამცველის აპარატში.

20 მაისს ნინოწმინდის პანსიონის ამბავს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ საპატრიარქოს დაქვემდებარებულ პანსიონებში პრობლემები, სავარაუდოდ, არ არის, თუმცა მათი არსებობის შემთხვევაში კარგი იქნება, თუ სახალხო დამცველსაც მიეცემა ბავშვთა სახლში შესვლის უფლება.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend