მთავარიევროპაგაერთიანებული სამეფოBBC ბოდიშს იხდის პრინცესა დაიანასთან 1995 წელს ჩაწერილი ცნობილი ინტერვიუს გამო

BBC ბოდიშს იხდის პრინცესა დაიანასთან 1995 წელს ჩაწერილი ცნობილი ინტერვიუს გამო

BBC ბოდიშს იხდის პრინცესა დაიანასთან 1995 წელს ჩაწერილი ცნობილი ინტერვიუს გამო. ამას წინ უძღოდა დამოუკიდებელი მოკვლევა, რომელმაც დაასკვნა, რომ პრინცესა დაიანა ინტერვიუზე მანიპულაციის გზით დაითანხმეს.

1995 წელს ჩაწერილმა ინტერვიუმ დიდი ყურადღება მიიპყრო იმიტომ, რომ პრინცესა დაიანა პრინც ჩარლზთან ქორწინების პრობლემებზე ღიად საუბრობდა.

გასული 25 წლის განმავლობაში ამ ინტერვიუს გამო ტელეკომპანია ბიბისის მიმართ კრიტიკა არ წყდებოდა, მათ შორის, დაიანას ოჯახის მხრიდანაც.

 

დასკვნის მიხედვით კი, რომელიც დამოუკიდებელმა კომისიამ გამოაქვეყნა, ჟურნალისტმა მარტინ ბაშირმა უღირსი მეთოდები გამოიყენა იმისათვის, რომ პრინცესას მის გადაცემაში პირად პრობლემებზე ესაუბრა.

ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც ბრიტანეთის სამეფო ოჯახის წევრმა პირად ცხოვრებასა და სამეფო ოჯახზე ღიად ისაუბრა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend