მთავარისაქართველო22-27 მაისს თავისუფლების მოედანი გადაიკეტება

22-27 მაისს თავისუფლების მოედანი გადაიკეტება

22 მაისიდან თბილისში სატრანსპორტო მოძრაობა დროებით იზღუდება.

საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავი ღონისძიების გამო, თბილისის მერიის ცნობით, 22 მაისის ღამის 12 საათიდან 27 მაისის ჩათვლით, თავისუფლების მოედანი გადაიკეტება.

გადაადგილება კოტე აფხაზისა და დადიანის ქუჩებიდან თავისუფლების მოედნის მიმართულებით, სრულად შეიზღუდება.

 

ტრანსპორტის მოძრაობა შესაძლებელი იქნება ბარათაშვილის ხიდთან პანდუსამდე და რუსთაველის გამზირის მხრიდან გუდიაშვილის ქუჩამდე.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend