მთავარიმსოფლიოჰანს კლუგე -,, დამტკიცებული ვაქცინები ეფექტიანად ებრძვის კორონავირუსის ახალ შტამებს"

ჰანს კლუგე -,, დამტკიცებული ვაქცინები ეფექტიანად ებრძვის კორონავირუსის ახალ შტამებს”

ევროპის ქვეყნებში აცრილი მოქალაქეების რაოდენობის ზრდის პარალელურად, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონული დირექტორი ჰანს კლუგე საზოგადოებას სიფრთხილისკენ მოუწოდებს.

მისი თქმით, ევროპის წამლის სააგენტოს მიერ დამტკიცებული ვაქცინები ეფექტიანად ებრძვის კოვიდ-19-ის ახალ შტამებს, თუმცა აუცილებელია ყველა ქვეყნაში იყოს დაცული უსაფრთხოების ზომები.

გაუმჯობესებული ეპიდემიოლოგიური ვითარების ფონზე ინგლისში, ესპანეთსა და იტალიაში ტურიზმი ნელ-ნელა კვლავ ძალებს იკრეფს.

,,კოვიდ-19-ის ყველა სახეობის კონტროლი არის შესაძლებელი. ყველა ის ვაქცინა, რომლებიც დამტკიცებულია ევროპის წამლის სააგენტოს მიერ, რეაგირებს კოვიდ-19-ის ყველა შტამზე. ჩვენ უნდა გავაგრძელოთ უსაფრთხოების ზომების დაცვა და თავი ავარიდოთ საერთაშორისო მოგზაურობას. ვაქცინები შესაძლოა არის გვირაბის ბოლოს სინათლე, თუმცა ამ სინათლემ არ უნდა დაგვაბრმაოს“,- აცხადებს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონული დირექტორი ჰანს კლუგე.

 

 

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend