პარლამენტის საგამოძიებო კომისიის მუშაობის დეტალებს მისი წევრები, სავარაუდოდ, დღეს, 20 მაისს, დიპლომატიური კორპუსისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს გააცნობენ.
საუბარია მათზე, ვინც 31 ოქტომბრის არჩევნებზე დამკვირვებლებად მუშაობდა.
ამავე დროს დეპუტატები ცესკო-დან, შინაგან საქმეთა სამინისტროსა და პროკურატურიდან მასალებს კვლავ ელოდებიან.
იგულისხმება ის უბნები, სადაც ძირითადად დისბალანსი და დარღვევები გამოვლინდა. ძალოვანი სტრუქტურებიდან კი დეპუტატებმა არჩევნების დღეს გამოვლენილი კანონდარღვევების კონკრეტული ჩამონათვალის მიწოდება მოითხოვეს.