მთავარისაქართველოკომპანია "ბორჯომის" თანამშრომელთა პროტესტი გრძელდება

კომპანია “ბორჯომის” თანამშრომელთა პროტესტი გრძელდება

კომპანია “ბორჯომის” თანამშრომელთა პროტესტი გრძელდება.

ისინი მხარდამჭერებს მთელი ქვეყნის მასშტაბით მოუწოდებენ დღეს, 20 მაისს, 12 საათისთვის, შეუერთდნენ მათ პროტესტს ბორჯომში.

თანამშრომელთა გაფიცვის საპასუხოდ, გუშინ კომპანიამ ორივე ქარხნის მუშაობა შეაჩერა.

 

“გვინდა თავიდან ავიცილოთ აქტივისტების მიერ ორგანიზებული პროვოკაციები”, – აღნიშნულია კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია.

გაფიცული თანამშრომლები კი მიიჩნევენ,  რომ ამ გზით “ბორჯომი” თანამშრომელთა მოთხოვნების არიდებას ცდილობს.

ქარხნის მუშები ამბობენ, რომ კომპანიამ მათ ხელფასი თითქმის 50%-ით შეუმცირა და ისინი დასვენების გარეშე მუშაობენ.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend