მთავარიკუბიევროკავშირი ავტორიზებული ვაქცინით სრულად აცრილთათვის საზღვრებს ხსნის

ევროკავშირი ავტორიზებული ვაქცინით სრულად აცრილთათვის საზღვრებს ხსნის

ევროკავშირის წევრი ქვეყნების წარმომადგენლები თანახმანი არიან, რომ ავტორიზებული ვაქცინებით სრულად აცრილი პირებისთვის ევროკავშირში მოგზაურობა დასაშვები გახდეს.

ევროკომისიის წარმომადგენლის განცხადებით, ვეროკავშირის ქვეყნებმა შეთანხმებას მიაღწიეს, თუმცა ევროკომისიამ ის ოფიციალურად უნდა დაამტკიცოს, რაც, სავარაუდოდ, მალევე მოხდება.

 
ევროკომისიის დოკუმენტის მიხედვით, ცვლილება შეეხება ევროპის წამლის სააგენტოს მიერ ავტორიზებული ვაქცინით აცრილ პირებს, თუმცა შემდეგ, შესაძლოა, ეს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ ავტორიზებული ვაქცინით აცრილ პირებსაც შეეხოთ.

[br]ევროპის წამლის სააგენტოს გადაუდებელი გამოყენებისთვის დამტკიცებული აქვს Pfizer-ის, Moderna-ს, Johnson & Johnson-ისა და AstraZeneca-ს ვაქცინა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კი ამ ოთხი ვაქცინის გარდა, გადაუდებელი გამოყენების ნებართვა, ჩინურ Sinopharm-საც მისცა.

ევროკავშირმა გარე საზღვრები არააუცილებელი ვიზიტებისათვის ჯერ კიდევ 2020 წლის მარტში ჩაკეტა, ამავე წლის ივნისიდან კი შექმნა კარგი ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის მქონე ქვეყნების მცირერიცხოვანი, ცვალებადი სია. სიაში შესულ ქვეყნებში მცხოვრებთათვის კი ევროკავშირში ჩასვლა დაშვებულია.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend