დღეს, 19 მაისს ბორჯომის ჩამომსხმელი ქარხნების ხელმძღვანელებსა და თანამშრომლებს შორის მორიგი შეხვედრა გაიმართება.
გუშინ კომპანიის 350-მდე თანამშრომელი გაიფიცა. ისინი ხელფასების მომატებასა და სამუშაო პირობების გაუმჯობესებას ითხოვენ.
გაფიცულები ამბობენ, რომ აქცია არ შეწყდება, სანამ შეთანხმებას არ მიაღწევენ. მოლაპარაკებების პროცესში ქარხნების ადმინისტრაციასთან და გაფიცულ თანამშრომლებთან ერთად ჩართულია აგრარული მეურნეობის, ვაჭრობისა და მრეწველობის პროფკავშირის თავმჯდომარეც.