მთავარიკუბიპოლიტიკური შეთანხმება ლგბტქ უფლებებზე

პოლიტიკური შეთანხმება ლგბტქ უფლებებზე

საქართველოში ლგბტქი+ ადამიანების უფლებების დაცვის საკითხზე ერთობლივი განცხადება რამდენიმე საელჩომ გამოაქვეყნა.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ ჰომოფობიის, ბიფობიისა და ტრანსფობიის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღეს, ისინი მხარდაჭერას და სოლიდარობას უცხადებენ თემს საქართველოში.

„COVID-19 პანდემიამ უფრო დაუცველნი გახადა ლგბტქი+ პირები, რაც კიდევ უფრო ზრდის მათ წინაშე ადრე არსებულ უსამართლობასა და დაბრკოლებებს ჯანდაცვის, სოციალური დაცვისა და ღირსეული სამუშაოს მიღების გზაზე. ვაღიარებთ, რომ ლგბტქი+ უფლებები არის ადამიანის უფლებები, ჩვენ მოვუწოდებთ ყველა შესაბამის უწყებას საქართველოში მიიღოს მტკიცე ზომები, რათა დასრულდეს სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის და გამოხატვის საფუძველზე დისკრიმინაციის ყველა ფორმა“, – აცხადებენ საელჩოები.

 
კიდევ ერთი მხარდაჭერა გამოხატა 15-მა ქართულმა პარტიამ. 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის, „თბილისი პრაიდმა“ დაიწყო პოლიტიკურ პარტიებთან თანამშრომლობა ქვიარ უფლებების შესახებ საერთო შეთანხმების მისაღწევად. შედეგად, თხუთმეტი პოლიტიკური გაერთიანება შეთანხმდა, რომ თითოეული მათგანი, მათ ხელთ არსებული ყველა მექანიზმის გამოყენებით, იბრძოლებს ქვიარ ადამიანების მიმართ არსებული დისკრიმინაციისა და ძალადობის აღმოსაფხვრელად.

„2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის თბილისი პრაიდმა დაიწყო პოლიტიკურ პარტიებთან თანამშრომლობა ლგბტ უფლებების შესახებ საერთო შეთანხმების მისაღწევად.  იმედს ვიტოვებთ, რომ ეს შეთანხმება იქნება გარდამტეხი მომენტი ქართულ პოლიტიკურ სივრცეში და ერთობლივი ძალისხმევით ავაშენებთ უფრო დემოკრატიულ და ადამიანზე ორიენტირებულ სახელმწიფოს“,  – აცხადებენ თბილისი პრაიდში.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend