მთავარიევროპაუნგრეთიუნგრეთში ვაქცინის გაკეთება უკვე მოზარდებისთვისაც არის შესაძლებელი

უნგრეთში ვაქცინის გაკეთება უკვე მოზარდებისთვისაც არის შესაძლებელი

უნგრეთში კორონავირუსის ვაქცინის გაკეთება ახლა უკვე თინეიჯერებსაც შეუძლიათ.

პრემიერ-მინისტრის განცხადებით, 16-18 წლის ახალგაზრდებს „ფაიზერის“ ვაქცინა სასკოლო გამოცდების შემდეგ გაუკეთდებათ.

ვაქცინაციაზე უკვე დარეგისტრირებულია 90 ათასი თინეიჯერი.


აცრისთვის მშობლის თანხმობაა საჭირო.

[br]თამასი 17 წლისაა, მისი აზრით, ვაქცინაცია აუცილებელია, რათა ცხოვრების ჩვეულებრივ რიტმს დაუბრუნდეს.

„ძალიან მინდოდა აცრა. როცა გავიგე, რომ ჩემი ასაკის მოზარდებსაც შეეძლოთ ვაქცინის გაკეთება, ვორჭოფობდი. თუმცა საბოლოოდ გადავწყვიტე, ჩავწერილიყავი“, – ამბობს სკოლის მოსწავლე თამას სეფერი.

ბენსსაც არ სურს,  რომ ვირუსი სახლში მიიტანოს. ამიტომაც მან აცრის გაკეთება მშობლებზე ადრე გადაწყვიტა.

„აცრა ჩემი მეგობრებისა და ოჯახის წევრების დასაცავად გავიკეთე. არ მინდოდა, რომ ვირუსი შემყროდა“, – ამბობს ბენს ჩიზმაზია, სკოლის მოსწავლე.

ვირუსოლოგი მიკლოს რუსვაისი მიიჩნევს, რომ ახალგაზრდების აცრა აუცილებელია, რადგან მათ ხშირად აღენიშნებათ პოსტკოვიდური სიმპტომები.

„უნგრეთში სატესტო რეჟიმში უკვე 6-იდან 11 წლამდე ბავშვების ვაქცინაცია მიმდინარეობს. ვფიქრობ,  შემოდგომას, ახალი სასწავლო წლის დაწყებისას, ყველა სკოლის მოსწავლე ვაქცინირებული იქნება“, – იმედოვნებს ვირუსოლოგი მიკლოს რუსვაი.

უნგრეთში ექვსი ვაქცინა არის ხელმისაწვდომი, მათ შორისაა „ფაიზერის“, „მოდერნას“, „ასტრაზენეკას“, „ჯონსონ ენდ ჯონსონის“, „სინოფარმისა“ და „სპუტნიკის“ ვაქცინები.

ვაქცინის პირველი დოზა ოთხმილიონ-ნახევარ ადამიანს უკვე გაუკეთდა.

მთავრობაში აცხადებენ, რომ ივნისის შუა რიცხვებში ის ადამიანებიც შეძლებენ აცრას, რომელთაც მხოლოდ დასავლური წარმოების ვაქცინის გაკეთება სურთ.

 

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend