მთავარიმსოფლიოევროპაევროპაში ტურიზმის ინდუსტრია ზაფხულის სეზონისთვის ემზადება

ევროპაში ტურიზმის ინდუსტრია ზაფხულის სეზონისთვის ემზადება

ვაქცინაციის ტემპის ზრდასთან ერთად ევროპაში, მათ შორის პორტუგალიაში, ალგარვიში დამანგრეველი 2020 წლის შემდეგ, ტურიზმის ინდუსტრია ზაფხულის სეზონისთვის ემზადება.

სასტუმროების მფლობელები ალგარვიში ადასტურებენ, რომ წელს მოთხოვნა დიდია, რაც ზაფხულის სეზონისთვის იმედიან განწყობას ქმნის.

ლამპედუზაში ბიზნესის მფლობელებისთვის ეს ორმაგი გამოწვევაა. მათ ეშინიათ, რომ ახალმა მიგრაციულმა ტალღამ ტურისტების ნაკადი შეიძლება შეაფერხოს.

კუნძულზე პანდემიას ებრძოდნენ.

 

ადგილობრივი ხელისუფლება იძულებული გახდა, წითელ ზონად გამოეცხადებინა კუნძული. მაღაზიები დაიხურა, გადაადგილება კი მაქსიმალურად შეიზღუდა.

ესპანეთში მრავალი ბიზნესი დაიხურა, გამონაკლისი არც კოლორიტული დაწესებულებები იყო.

პანდემიის დროს. დაახლოებით ბიზნესების მესამედი დაიკეტა.

ელ კორალ დე ლა მორერია კვირაში ერთ დღეს, შაბათს, კვლავ გააღებს  კარს.

იგი გამართავს ორ წარმოდგენას, რომლებსაც კორონავირუსის გამო მხოლოდ 30 ადამიანი დაესწრება.

ორშაბათიდან  პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვების  შემსუბუქების შემდეგ გაერთიანებულ სამეფოში რესტორნები კვლავ გაიხსნება.

ლონდონის დასავლეთ ნაწილში გახსნისთვის ემზადება ერთ-ერთი რესტორანი,  რომელსაც მიშლენის მესამე ვარსკვლავი მიენიჭა იანვარში, მაშინ როდესაც რესტორანი ჯერ კიდევ დახურული იყო.

ორშაბათისთვის ღია სივრცეში ადგილები უკვე დაჯავშნილია. ამიტომ შეფ-მზარეულ სმიტისა და მისი გუნდისთვის ეს მძიმე დღე იქნება.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend