მთავარიგადაცემებიFarm to Forkეკოლოგიური ფერმა

ეკოლოგიური ფერმა

ევროპის ხილისა და ბოსტნეულის მთავარი აუქციონი ბელგიაში კოსმოსური მისიის მართვის ცენტრს ჰგავს, მაგრამ აქ  ყოველდღე 4 ათასი ტონა ცოცხალი პროდუქტი იყიდება. აუქციონს ევროპის ერთ-ერთი ყველაზე დიდი კოოპერატივი  BelOrta მართავს. ორგანიზაციას წარმოების მკაცრი სტანდარტები აქვს, რომ პროდუქტის ხარისხი და ფასი გააკონტროლოს. ფერმერებისთვის ეკოლოგიური წარმოება კეთილსინდისიერ შემოსავალსაც ნიშნავს.

ჯო ლამბრეხტი, BELORTA-ს  გაყიდვებისა და მარკეტინგის მენეჯერი:

ჩვენი ფერმერების დაცვის მიზნით,  ვცდილობთ, ბაზარზე საუკეთესო ფასი უზრუნველვყოთ.  გარდა ამისა, გვსურს, მომხმარებელმა ჯანსაღი და ახალი პროდუქტი მიიღოს. თუ გინდა, რომ  მომხმარებლის ნდობა მოიპოვო, როგორც მყიდველების, ისე მწარმოებლების, ამისთვის მათ შორის ურთიერთობას  კარგად უნდა დააკვირდე, ნახო რა ხდება ჯერ მინდორსა და საწარმოში, მერე კი მომხმარებლის სახლში.

ბაზარზე სამართლიანი თამაშის წესები, ეკოლოგიური სოფლის მეურნეობა და მომხმარებლის ხარისხზე მოთხოვნის გათვალისწინება ევროკავშირის ერთიანი აგრარული პოლიტიკის ე.წ. კაპის (CAP) საბაზისო ელემენტებია.

 
ეს პროგრამა მიზნად ისახავს სოციალური, ეკონომიკური და გარემოსდაცვითი მიდგომების გაერთიანებას ისე, რომ ევროპის სოფლის მეურნეობა მდგრადი და ეკოლოგიური გახდეს.

[br]მოდით, დავტოვოთ აუქციონი და ორი ფერმა მოვინახულოთ პუტესა და ჰალეში, ორივე BelOrta-ს ქსელის წევრია. ევროკავშირის ერთიანი აგრარული პოლიტიკის ფინანსური მხარდაჭერით, ორივე ფერმამ წარმოებაში მდგრადი განვითარების  სტანდარტები დანერგა.

პუტეში დაფუძნებული კომპანია PRIMATO-ს უზარმაზარ სათბურში, რომელშიც პომიდორი იზრდება, ამაოდ არაფერი იხარჯება. ფერმის თანაგენერაციის სისტემა გამოყოფს დამატებით ელექტროენერგიას, რომელსაც ადგილობრივ ქსელში მიმართავენ. თერმული დათბუნების ეკრანები ღამით სითბოს ინახავენ, რის ხარჯზეც  პომიდორებისთვის საჭირო ტემპერატურის შენარჩუნება უფრო იაფი ჯდება. პომიდორებს დაავადებისაგანაც ბუნებრივი მეთოდებით იცავენ, ხოლო სარწყავი სისტემა წყალს  ყაიარათიანად ხარჯავს.

კევინ პიტურსი, კომპანია PRIMATO-ს მფლობელი:

„ზედმეტი წყალი გროვდება და დეზინფექციის შემდეგ კვლავ გამოიყენება კულტივაციისთვის, რაც ჩაკეტილ წრეს კრავს, სადაც არაფერი იკარგება. გარდა ამისა, ვიყენებთ წვიმის წყალს. ასე რომ, წყალს რაც შეიძლება ყაირათიანად ვხარჯავთ.“

სათბურის მეორე მხარეს დამონტაჟებული შუქდიოდების სისტემა ზამთარში დღის სინათლის დეფიციტს ავსებს.

კევინ პიტურსი, კომპანია PRIMATO-ს მფლობელი“

„შუქდიოდის უპირატესობა ის არის, რომ მას ნაკლები ელექტროენერგია სჭირდება, შესაბამისად, ენერგიასაც ვზოგავთ და მცენარისთვის საჭირო ოპტიმალურ განათებასაც ვიღებთ.“

უფრო ეკოლოგიურ სოფლის მეუნრეობაზე გადასვლას ყველა ზომის ფერმა უწყობს ხელს. პუტეს პომიდვრის სათბურში დანერგილ ინოვაციებს ჰალეში მარწყვის მცირე სათბურშიც იყენებენ, ეს ერთი ოჯახის  ბიზნესია.

ეს ფერმა მცენრეს დაავადებებისაგან ბუნებრივი მეთოდებითაც იცავს და ტექნოლოგიებითაც. მაგალითად, ავტონომიური რობოტი,  ნაცრის  სოკოს ულტრაიისფერი სხივებით ებრძვის. შედეგად, პესტიციდებსაც ნაკლებად იყენებენ.

რობინ კოლემბი, მარწყვის მწარმოებელი:

„ჩვენ ძირითადად ბიოლოგიურ სტრატეგიას მივდევთ. დაავადების წინააღმდეგ, პირველ რიგში, მის ბიოლოგიურ, ანუ ბუნებრივ მტერს ვიყენებთ და მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში მივმართავთ ქიმიკატებს. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ყველა ასე მოვიქცეთ, რადგან ეს ყველაფერი საბოლოო პროდუქტზე აისახება. თანაც მომხმარებელი სულ უფრო მეტად ითხოვს ეკოლოგიურ ხილს, რომელიც პესტიციდებს არ შეიცავს.“

ავტორი: კლაუდიო როსმინო

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend