ხიხანის ციხეზე ასასვლელი ტურისტული ბილიკის დალაშქვრის გამარტივების მიზნით დამონტაჟდება მოაჯირები და კიბეები, ასევე მოეწყობა მოსასვენებლი ადგილები.
ხიხანის ციხე ზღვის დონიდან 2236 მეტრზე მდებარეობს და აჭარაში ერთ-ერთი ყველაზე კარგად შემონახული და რთულად მისასვლელი ციხე-სიმაგრეა.
აჭარის ტურიზმის დეპარტამენტში ამბობენ, რომ ხიხანის ციხე არამხოლოდ ალპური მარშრუტების მთავარი დანიშნულების ადგილი გახდება, არამედ ის იქნება მთავარი მიზიდულობის ცენტრი, რომელიც ხეობაში ვიზიტორების რაოდენობას გაზრდის.