მთავარიამერიკააშშაშშ-ში სრულად ვაქცინირებულ მოქალაქეებს შეუძლიათ პირბადე აღარ ატარონ

აშშ-ში სრულად ვაქცინირებულ მოქალაქეებს შეუძლიათ პირბადე აღარ ატარონ

აშშ-მ კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგა, რომ ცხოვრების ჩვეულრიტმს დაბრუნებოდა.

დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის წარმომადგენლებმა ხუთშაბათს მიიღეს გადაწყვეტილება, რომლის თანახმად, სრულად ვაქცინირებულ ადამიანებს ნიღბის ტარება აღარ მოეთხოვებათ. მათ  გარე სივრცეებსა და ხალხმრავალ ადგილებში პირბადის გარეშე შეუძლიათ ყოფნა.

“ყველას, ვისაც ვაქცინის ორივე დოზა გაკეთებული აქვს,  შეუძლია მონაწილეობა მიიღოს  ნებისმიერ აქტივობაში როგორც შიდა, ისე გარე სივრცეში, ნიღბისა და სოციალური დისტანციის გარეშე “, – განაცხადა დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის დირექტორმა როშელ ვალენსკიმ.

 
ჯო ბაიდენმა ხალხს ვაქცინაციისკენ მოუწოდა. პანდემიისგან  დაღლილი ხალხისთვის შეიძლება ეს დიდი სტიმული იყოს.

[br]”გაიკეთეთ ვაქცინა ან ატარეთ ნიღაბი ვიდრე არ აიცრებით. ან აცრილი ხარ ან პირბადიანი. აიცერით! თუ თქვენ ვაქცინის ორივე დოზა გაკეთებული გაქვთ და შეგიძლიათ პირბადე მოიხსნათ, ე.ი. თქვენ გაქვთ უფლება გააკეთოთ ის, რითიც ამერიკელები მთელ მსოფლიოში არიან ცნობილი –  მიესალმოთ ადამიანებს ღიმილით”, – განაცხადა აშშ-ს პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა.

ქვეყანაში ვაქცინაციის დაჩქარებულმა კამპანიამ შედეგი გამოიღო: ვირუსის შემთხვევები სექტემბრის შემდეგ საგრძნობლად შემცირდა.

გასული აპრილის შემდეგ სიკვდილიანობის მაჩვენებელი ყველაზე დაბალია.

ტესტის დადებითი პასუხების რაოდენობა კი პანდემიის დაწყებიდან ყველაზე დაბალ ნიშნულზეა.

დღეისათვის დაახლოებით 154 მილიონ ამერიკელს, მოსახლეობის 46% -ზე მეტს, მიღებული აქვს ვაქცინის ერთი დოზა  და 117 მილიონზე მეტი სრულად არის აცრილი.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend