მთავარიაზიაისრაელიპალესტინასა და ისრაელს შორის კონფლიქტი მძიმდება

პალესტინასა და ისრაელს შორის კონფლიქტი მძიმდება

ჰამასის სამხედრო შენაერთებმა ისრაელის ქალაქების მიმართულებით ათასზე მეტი რაკეტა გაისროლეს, შედეგად ებრაულ ქალაქებში განგაში არის გამოცხადებული.

ისრაელის არმიის საპასუხო დარტყმების შედეგად კი ღაზას სექტორში ორი საცხოვრებელი სახლი დაინგრა.

ღაზას სექტორი 2007 წლიდან დღემდე, ისრაელისა და ეგვიპტის მიერ ბლოკადაში იმყოფება.

კონფლიქტის ეს ფაზა იერუსალიმში რამადანისას ისრაელის პოლიციის მიერ ხისტ ქმედებას და ეთნიკურად არაბი მოსახლეობის მასობრივად გასახლების გადაწყვეტილებას მოჰყვა.

ამ პროცესების ფონზე ირანის ისლამური რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი სირიას ეწვია.

[br]”ეს მნიშვნელოვანი ვიზიტი ორივე სახელმწიფოსათვის, სირიისთვის და ირანის ისლამური რესპუბლიკისათვის კრიტიკულ მომენტს ემთხვევა. ახლო აღმოსავლეთის რეგიონში ამერიკული და ებრაული მხარეების ქმედებების შედეგად კონფლიქტია. პალესტინელი ერი ისრაელის სახელმწიფოს მიერ გადადგმული ნაბიჯებით მეტად ზარალდება. მდგომარეობა უარესდება და ეს დასავლეთის სახელმწიფოების დამსახურებაა. ყველას კარგად მოეხსენება, რომ დასავლეთის განწყობები სირიისა და ირანის ისლამური რესპუბლიკის მიმართ, რაც პალესტინისადმი მხარდაჭერის გამო არის განპირობებული”, – განაცხადა სირიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ფაიზალ მიკდადიმ.

სტამბოლში კი კორონავირუსის პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვების უგულებელყოფით, ათასობით ადამიანი პალესტინის მხარდასაჭერად ქუჩაში გამოვიდა.

საპროტესტო გამოსვლას კოორდინაციას თურქული ისლამური არასამთავრობო ორგანიზაცია უწევდა.

ორგანიზაციის წარმომადგენლებმა თურქეთის მოქალაქეებს ისრაელის საკონსულოს წინ შეკრებისკენ მოუწოდეს.

“ჩვენ ნებისმიერ თავდასხმას ვგმობთ, მაგრამ მუსლიმი საზოგადოება ჩვენგან კონკრეტულ ნაბიჯებს ელის. თავდასხმები უნდა შეწყდეს. ჩვენ პალესტინელთა უფლებები უნდა დავიცვათ, ეს ყველაფერი საერთაშორისო კანონმდებლობის ფარგლებში უნდა მოხდეს”, – აცხადებს თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, მევლუთ ჩავუშოღლუ.

ისრაელის არმიის წარმომადგენელთა განცხადებით, მათ ჰამასის სამხედრო დაზვერვის ორი მეთაური გაანადგურეს.

ისრაელის პრემიერ-მინისტრი კი აცხადებს, რომ ჰამასს ისრაელზე თავდასხმა ძვირად დაუჯდება.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend