დიდ ბრიტანეთში „ბრიტ ევორდსის“ მუსიკალური დაჯილდოება გაიმართა.
ღონისძიება ლონდონის „ოუ თუ“ არენაზე ჩატარდა და მას ოთხი ათასამდე ადამიანი ესწრებოდა.
საუკეთესო ბრიტანელი არტისტისა და წლის ალბომის ნომინაციაში მომღერალმა დუა ლიპამ გაიმარჯვა.
სიტყვით გამოსვლის დროს მან ბრიტანეთის მთავრობას სამედიცინო მუშაკებისთვის ხელფასების გაზრდისკენ მოუწოდა.
[br]საუკეთესო ბრიტანული სიმღერის ნომინაციაში ცნობილმა არტისტმა ჰერი სტაილსმა გაიმარჯვა. მისი სიმღერა „უოთერმელონ შუგარი“ 2020 წლის ერთ-ერთი პოპულარული ჰიტი იყო.
საუკეთესო მამაკაცი შემსრულებლის პრიზი მუსიკოს The Weeknd-ს გადაეცა. დაჯილდოებაზე მან თავისი ბოლო ჰიტი „Save Your Tears” შეასრულა.
მომღერალი ტეილორ სვიფტი საერთაშორისო კერპის ნომინაციაში დაჯილდოვდა, ხოლო ბილი აილიშმა საუკეთესო ქალი შემსრულებლის ტიტული მოიპოვა.
“ბრიტ ევორდსის“ დაჯილდოების მსგავსი დიდი მუსიკალური ღონისძიება დიდ ბრიტანეთში წინა წლის მარტიდან მოყოლებული არ გამართულა.
დაჯილდოება მთავრობის მიერ წამოწყებული „ღონისძიებების კვლევის პროგრამის“ ფარგლებში ჩატარდა.
დამსწრეებს კორონავირუსის უარყოფითი პასუხი უნდა წარედგინათ, თუმცა სოციალური დისტანციის დაცვა და პირბადის გაკეთება არ მოეთხოვებოდათ.