მთავარისაქართველო„სინოფარმის“ ვაქცინის პირველ დოზაზე რეგისტრაცია 12 მაისიდან შეჩერდება

„სინოფარმის“ ვაქცინის პირველ დოზაზე რეგისტრაცია 12 მაისიდან შეჩერდება

“სინოფარმის” ვაქცინის პირველ დოზაზე რეგისტრაცია საქართველოში დღეიდან შეჩერდება.

დღესვე, 20:00 საათიდან შესაძლებელია დარეგისტრირება “სინოფარმის” ვაქცინის მეორე დოზის მისაღებად.

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, “სინოფარმის” ვაქცინის დოზებს შორის ინტერვალი 21-28 დღეა.

მალე საქართველოში კიდევ ერთი ჩინური ვაქცინით “სინოვაკით” დაიწყება აცრა.

მასზე ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას ავტორიზაცია ჯერ არ გაუცია, თუმცა საქართველო ამ ვაქცინით აცრას ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გადაწყვეტილებამდე დაიწყებს.



 

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend