მთავარიკუბიევროკავშირი AstraZeneca - ს უკვე მეორედ უჩივის

ევროკავშირი AstraZeneca – ს უკვე მეორედ უჩივის

კომპანია „ასტრაზენეკას“ ევროკავშირისთვის იანვრიდან ივნისის ჩათვლით კორონავირუსის ვაქცინის 300 მილიონი დოზა უნდა მიეწოდებინა, თუმცა წარმოებასა და მიწოდების ჯაჭვში არსებული პრობლემების გამო ევროკავშირში ჩასული დოზების რაოდენობა სულ რაღაც 50 მილიონია.

ევროკომისიაში აცხადებენ, რომ ისინი „ასტრაზენეკას“ დაგვიანებული დოზების გამო უკვე მეორედ უჩივიან, რის შედეგადაც კომპანიას, შესაძლოა, ფინანსური ჯარიმები დაეკისროს.

 
კომპანიის ადვოკატების განცხადებით, ევროკავშირთან გაფორმებული ხელშეკრულება „ასტრაზენეკას“ არ დაურღვევია, რადგან მათ არ ჰქონიათ ევროკავშირისთვის დოზების ერთიანად მიწოდების ვალდებულება.

ევროკავშირის გადაწყვეტილებით კონტრაქტი ვაქცინების მოწოდებაზე კომპანია „ასტრაზენეკასთან“ აღარ განახლდება.

საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა კი განაცხადა, რომ ევრობლოკი მომავალში სხვა ფარმაცევტულ კომპანიებზე იქნება ორიენტირებული.

ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა კი განაცხადა, რომ მათ „ფაიზერთან“ შეთანხმებას მიაღწიეს, რის შედეგადაც ევროკავშირს კომპანია 2023 წლამდე დამატებით 1,8 მილიარდ დოზა ვაქცინას მიაწვდის.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend