საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი დღეს, 10 მაისს, ოფიციალური ვიზიტით მაკედონიას ეწვევა, სადაც დაგეგმილია შეხვედრები ჩრდილოეთ მაკედონიის რესპუბლიკის უმაღლესი თანამდებობის პირებთან, მათ შორის ჩრდილოეთ მაკედონიის პრეზიდენტთან.
ვიზიტის ფარგლებში სალომე ზურაბიშვილი ჩრდილოეთ მაკედონიაში მცხოვრებ ქართველ სპორტსმენებს და კულტურის სფეროს წარმომადგენლებს შეხვდება.
საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური ვიზიტი მაკედონიაში 11 მაისს დასრულდება.