მთავარიაზიაისრაელიიერუსალიმში მესამე დღეა შეტაკებები გრძელდება

იერუსალიმში მესამე დღეა შეტაკებები გრძელდება

იერუსალიმში უკვე მესამე დღეა შეტაკებები გრძელდება. ამის  მიზეზი ისრაელის ხელისუფლების მიერ პალესტინელი ოჯახების გასახლების შესახებ მიღებული გადაწყვეტილებაა. თუმცა ისრაელის უზენაესმა სასამართლომ გადადო შეიხ ჯარას რაიონიდან ათობით პალესტინელის გასახლების გადაწყვეტილების აღსრულება. ისრაელის პრემიერ-მინისტრის განცხადებით, მთავრობა არ დაუშვებს, რომ იერუსალიმში რადიკალებმა ძირი გამოუთხარონ სიმშვიდეს.

,,ჩვენ მტკიცედ და პასუხისმგებლობით უნდა აღვასრულოთ კანონი და დავიცვათ წესრიგი იერუსალიმში. ჩვენ უნდა გავაგრძელოთ აღმსარებლობის თავისუფლების უზრუნველყოფა ყველა რელიგიის წარმომადგენლისათვის, თუმცა ამავე დროს არ უნდა დავუშვათ ძალადობრივი გამოსვლები. მე ასევე მინდა მივმართო ტერორისტულ ორგანიზაციებს – ისრაელი მოახდენს შესაბამის ძალისმიერ რეაგირებას ღაზის სექტორიდან განხორციელებულ აგრესიაზე’’,- განაცხადა ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ.

 

ბოლო დღეებში იერუსალიმში ალ აქსას მეჩეთთან მომხდარი დაპირისპირებების შედეგად ათეულობით პალესტინელი დაშავდა.

საერთაშორისო საზოგადოების წარმომადგენლებმა შეშფოთება გამოთქვეს აღმოსავლეთ იერუსალიმში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით. მათ შორის იყო ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტში შუამავალი ოთხეული – აშშ, ევროკავშირი, რუსეთი და გაერო.

ამასობაში იორდანიაში დაგმეს ისრაელის ხელისუფლების გადაწყვეტილებები და ებრაული უშიშროების ძალების ქმედებებს ,,ბარბაროსული’’ უწოდეს.

იორდანიის დედაქალაქ ამანში გამართულ საპროტესტო მსვლელობაში 700-მდე ადამიანმა მიიღო მონაწილეობა.

ისინი იორდანიის ხელისუფლებას ისრაელის ელჩის დეპორტაციისაკენ მოუწოდებდნენ. დღეს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის უშიშროების საბჭოს სხდომაზე დაგეგმილია იერუსალიმში შექმნილი დაძაბული სიტუაციის განხილვა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend