მთავარიევროპარუმინეთი"დრაკულას" სასახლეში ვაქცინაციის ცენტრი გაიხსნა

“დრაკულას” სასახლეში ვაქცინაციის ცენტრი გაიხსნა

რუმინელებს ვაქცინის გაკეთება ცნობილი პერსონაჟის – “დრაკულას” სასახლეში შეუძლიათ.

ბრანის სასახლეში ვაქცინაციის ცენტრის გახსნით მთავრობა აცრის პოპულარიზაციას ცდილობს.

გამოკითხვების თანახმად, რუმინელების ნახევარი აცხადებს, რომ ვაქცინის გაკეთებისგან თავს შეიკავებს, ეს ყველაზე დაბალი მაჩვენებელია ევროკავშირის ქვეყნებს შორის.

ადგილობრივების თქმით, სწორედ ამ სასახლეში ცხოვრობდა მსოფლიოში ცნობილი ვამპირი „დრაკულა“. რუმინეთში მდებარე მეთოთხმეტე საუკუნეში აგებული „ბრანის სასახლე“ ამჟამად ვაქცინაციის ცენტრად არის გადაკეთებული. ამ გზით რუმინეთის მთავრობა ვაქცინაციის პოპულარიზაციას ცდილობს.

„ჩვენ ვმუშაობთ რუმინელი ტურისტებისთვის, რომლებიც შაბათ-კვირას ბრანის რეგიონში ატარებენ. თუმცა ვაქცინის გაკეთება, რა თქმა უნდა, ადგილობრივებსა და სასახლის თანამშრომლებსაც შეუძლიათ“, – ამბობს ალექსანდრუ პრიშუ, ბრანის სასახლის მარკეტინგის დირექტორი.

ვაქცინის გაკეთების შემთხვევაში სტუმრებს სასახლის უფასოდ დათვალიერება შეუძლიათ.

„სასახლეში ჩემს ოჯახთან ერთად მოვედი. ბანერი დავინახე და დავინტერესდი. საბოლოოდ მოვიკრიბე გამბედაობა და ვაქცინა გავიკეთე“, – ამბობს ლივიუ ნეკულა, რუმინელი ტურისტი.

სასახლის თანამშრომლებს იმედი აქვთ, რომ ეს იდეა რეგიონში მეტ ტურისტს მოიზიდავს. რუმინეთის მთავრობის განცხადებით, სექტემბრამდე ქვეყანაში ათი მილიონი ადამიანი იქნება აცრილი, თუმცა რუმინელების 50 პროცენტი ვაქცინის გაკეთებას არ აპირებს.

ეს ყველაზე დაბალი მაჩვენებელია ევროკავშირის ქვეყნებს შორის.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend