მთავარი ევროპა მონტენგრო მონტენეგროში ავტომაგისტრალის მშენებლობის პროცესში კორუფციის ნიშნები გამოვლინდა

მონტენეგროში ავტომაგისტრალის მშენებლობის პროცესში კორუფციის ნიშნები გამოვლინდა

ევროკავშირის კანდიდატი ქვეყანა მონტენეგრო ცდილობს, დაასრულოს ავტომაგისტრალის მშენებლობა, ეს მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ძვირადღირებული მშენებლობაა, რადგან პროექტის პირველი მონაკვეთის დასრულებისთვის მონტენეგროს ხელისუფლებას ჩინეთიდან მილიარდი დოლარის სესხი აქვს აღებული.

ჩინეთის სამშენებლო ობიექტების მენეჯერებმა კი უგულებელყვეს ევროკავშირის ძირითადი სტანდარტები.

გარემოსდამცველი ნატაშა კოვაჩევიჩი ამბობს, რომ იუნესკოს მიერ დაცულ მდინარე ტარას მშენებლობამ დიდი ზიანი მიაყენა.

 
პროექტმა უნდა დააკავშიროს სამხრეთით მდებარე ბარის პორტი სერბეთის საზღვართან.

პირველი მონაკვეთის დასრულება დაგეგმილი იყო 2020 წელს, მაგრამ, ამ დრომდე დაუსრულებელია საავტომობილო გზის მშენებლობა.

დეჟან მილოვაჩი მუშაობს ანტიკორუფციულ ორგანიზაცია ,,მენსში“, რომელიც ასევე ევროოკავშირის მიერ არის დაფინანსებული. მისი თქმით, უკვე დაიხარჯა 400 მილიონი ევრო ქვეკონტრაქტორების მიერ, რომლებიც მონტენეგროს პრეზიდენტთან დაახლოებული პირები არიან.

,,ქვეკონტრაქტორებისთვის სახელმწიფო შესყიდვის პროცედურა არ არსებობდა, პროექტის უმეტესი ნაწილი სახელმწიფო საიდუმლოდ იქნა გამოცხადებული. ყველა ის სარგებელი, რომლებსაც ჩინეთის საგზაო და ხიდის კორპორაცია იღებს, როგორიცაა დღგ-ს გადახდა, ან შრომის გადასახადი, ან იმპორტირებულ საქონელზე საბაჟო გადასახადი, ასევე ვრცელდება ქვეკონტრაქტორებზე, რომლებსაც არც აკონტროლებენ. შესაბამისად, არსებობს ეჭვი, რომ დიდ შესაძლებლობას ბოროტად იყენებენ და  და კორუფციულ გარიგებებში მონაწილეობენ“, – ამბობს დეჟან მილოვაჩი.

ევროკავშირმა არაერთხელ გაამახვილა აღნიშნა, რომ  მონტენეგროში საავტომობილო გზის პროექტთან დაკავშირებით ყველაფერი გამჭირვალე არ არის.

მონტენეგროს  ახალი მთავრობის ვიცე პრემიერ-მინისტრმა „ევრონიუსს“ განუცხადა, რომ არსებობს ამ პროექტთან დაკავშირებით კორუფციის სავარაუდო  ნიშნები, რის გამოც ჩატარდება შესაბამისი გამოძიება.

უახლესი

სხვა ამბები

Send this to a friend