ამერიკის შეერთებული შტატების სავაჭრო წარმომადგენელი კეტრინ ტაი გამოქვეყნებულ “ტვიტში” წერს, რომ ამერიკის შეერთებული შტატები პანდემიის დასასრულებლად მხარს დაუჭერს კორონავირუსის ვაქცინებთან დაკავშირებული ინტელექტუალური საკუთრების უფლებების შეჩერებას.
„განსაკუთრებული სიტუაციები განსაკუთრებული ზომების მიღებას მოითხოვს“, — წერს კეტრინ ტაი.
These extraordinary times and circumstances of call for extraordinary measures.
The US supports the waiver of IP protections on COVID-19 vaccines to help end the pandemic and we’ll actively participate in @WTO negotiations to make that happen. pic.twitter.com/96ERlboZS8
— Ambassador Katherine Tai (@AmbassadorTai) May 5, 2021
ასეთი გადაწყვეტილება ქვეყნებსა და ორგანიზაციებს საშუალებას მისცემს, რომ ვაქცინების წარმოება დაიწყონ, თუმცა კეტრინ ტაი წერს, რომ ამ საკითხზე საერთაშორისო კონსენსუსის მიღწევას დრო დასჭირდება.
ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, რომ ევროკავშირი მზადაა განიხილოს ნებისმიერი პრაგმატული წინადადება.
„ჩვენ მზად ვართ ვიმსჯელოთ, როგორ შეიძლება დაეხმაროს ამერიკის შეერთებული შტატების ინიციატივა ამ მიზნის ასრულებას“, — წერს ევროკომისიის პრეზიდენტი ტვიტერზე.
Our priority is to ramp up production to achieve global vaccination.
At the same time we are open to discuss any other effective and pragmatic solution.
In this context we are ready to assess how the US proposal could help achieve that objective.
— Ursula von der Leyen (@vonderleyen) May 6, 2021
ამ გადაწყვეტილებას მხარს უჭერს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაც, რომლის პრეზიდენტმა ტედროს გებრეისუსმა განაცხადა, რომ კორონავირუსთან ბრძოლის პროცესში ეს გადაწყვეტილება გარდამტეხია, თუმცა ამ წინადადებას ყველა არ ეთანხმება.
ბიოტექნოლოგიური ინოვაციების ორგანიზაციის აღმასრულებელი დირექტორი მიშელ მაკმური-ჰითი აცხადებს, რომ ეს გადაწყვეტილება სამომავლო პანდემიების დროს ვაქცინებისა და მედიკამენტების შექმნის სტიმულს შეამცირებს.
მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის წარმომადგენელმა კი განაცხადა, რომ ორგანიზაცია ამ საკითხზე, სავარაუდოდ, თვის ბოლოს იმსჯელებს.