მთავარიკუბიკანადაში 12-15 წლის ბავშვებისთვის „ფაიზერის“ ვაქცინით აცრა დაუშვეს

კანადაში 12-15 წლის ბავშვებისთვის „ფაიზერის“ ვაქცინით აცრა დაუშვეს

კანადა გახდა პირველი ქვეყანა, რომელმაც „ფაიზერისა“ და „ბიონტექის“ ვაქცინების გაკეთების უფლება 12-დან 15 წლამდე მოზარდებს მისცა.

კანადის ჯანდაცვის ფედერალურ სამინისტროში განაცხადეს, რომ „ფაიზერისა“ და „ბიონტექის“ ვაქცინები უსაფრთხო და ეფექტიანია 12-დან 15 წლამდე ასაკის მოზარდებში.

კანადის ჯანდაცვის მინისტრის თქმით, მათ ასეთი გადაწყვეტილება კლინიკური ცდების მესამე ფაზის შედეგების შემდეგ მიიღეს.

კომპანია „ფაიზერის“ ხელმძღვანელობამ მარტში განაცხადა, რომ კლინიკურ ცდებში, რომლებშიც 2 200 ბავშვი მონაწილეობდა, ვაქცინამ 100-პროცენტიანი შედეგი აჩვენა და არცერთი ბავშვი არ დაინფიცირებულა.

მართალია, ზოგადად ბავშვები კოვიდ19-ის რისკის ჯგუფს არ განეკუთვნებიან, მაგრამ კომპანიაში მიიჩნევენ, რომ უსაფრთხო ვაქცინაცია ქვეყანაში კოლექტიური იმუნიტეტის გამომუშავებას შეუწყობს ხელს და შეამცირებს დაავადებების გავრცელებას.

ამჟამად კიდევ სამი კომპანია „მოდერნა“ , „ჯონსონ და ჯონსონი“ და „ასტრაზენეკა“ ატარებს ცდებს, რომლებშიც 12-დან 18 წლამდე მოზარდები მონაწილეობენ.

კომპანია „მოდერნას“ ხელმძღვანელობამ თავისი შედეგები უახლოეს მომავალში უნდა გამოაქვეყნოს.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend