მთავარიევროპაგაერთიანებული სამეფობრიტანეთში ბრექსიტის შემდეგ სტუმარ-მასპინძლობის სექტორი კრიზისშია

ბრიტანეთში ბრექსიტის შემდეგ სტუმარ-მასპინძლობის სექტორი კრიზისშია

მსოფლიო პანდემიის ფონზე ბრიტანეთისთვის არანაკლებ მნიშვნელოვან  გამოწვევად ბრექსიტის შედეგები რჩება.

სტუმარ-მასპინძლობის სექტორში კრიზისული პერიოდი დადგა.

ევროპელებმა, რომლებიც ბრიტანეთში, კერძოდ, ლონდონში ამ სფეროში მუშაობდნენ, სამუშაო დატოვეს.

ბევრი რესტორანი, კაფე თუ ბარი ახლა მომსახურე პერსონალს ეძებს, თუმცა სექტორის წარმომადგენელთა ნაწილი აღიარებს, რომ პრობლემა არა ბრექსიტმა, არამედ რთულმა სამუშაო პირობებმა შექმნა.

ლონდონის მასპინძლობის სექტორი ნელ-ნელა იხსნება, მაგრამ აქაც ერთი მნიშვნელოვანი საკითხია გასათვალისწინებელი.

ამ ინდუსტრიაში დასაქმებული ევროპელები სამუშაოდ სხვაგან გადავიდნენ.

 

“საკმაოდ ბევრმა ადამიანმა ბრექსიტის გამო ლონდონი დატოვა. ისინი აქ თავს თავისუფლად არ გრძნობენ. არამარტო ქალაქში, მთელს ქვეყანაში ასე ხდება.  თანაც ამას მხოლოდ კორონავირუსს ვერ დავაბრალებთ”, – ამბობს ერთ-ერთი რესტორნის ბარისტა დევიდ ორაზი.

ასმა ხანი ინდურ რესტორანს მართავს, იგი პრობლემის მოგვარებას ცდილობს.

„გარკვეულწილად, ამას ვიმსახურებთ კიდეც, რადგან როდესაც ყველაფერი მართლაც კარგად მიდიოდა, ჩვენ ჩვენს პერსონალს არ ვუფრთხილდებოდით”, -ამბობს რესტორნის მეპატრონე.

ასმას მსგავსი ადამიანებისთვის ბრიტანეთში სამუშაო სტანდარტები უნდა გაუმჯობესდეს, რათა ხალხი კვლავ ქალაქში დაბრუნდეს.

„თუ ვიტყვით, რომ ისინი თითქოს არ არსებობენ და რომ მასპინძლობის სექტორის მთავარ ნაწილს არ წარმოადგენენ,  ეს არასწორი იქნება. ვფიქრობ, მართლაც მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ რეალურად დავიწყოთ საუბარი იმ ადამიანების უფლებებზე, რომლებიც მასპინძლობის სფეროში არიან დასაქმებული. იქნებ, პროფკავშირის შექმნა გვჭირდება”,-ამბობს ასმა ხანი.

მიუხედავად იმისა, რომ გაერთიანებულ სამეფოში სამუშაო ადგილების დაკარგვის საკითხი აქტუალურია და 35000-ზე მეტი  ადამიანი სწორედ მასპინძლობის სფეროშია დასაქმებული, რესტორნებისა და კაფეების მფლობელები კვლავ ცდილობენ პერსონალის მოძიებას.

სასექსში პერსონალის უმრავლესობა ევროპელია.

„ვფიქრობ, მთავარია პერსონალს სამართლიანად მოექცნენ და შეიქმნას სამუშაო ადგილების გარანტია. ერთ-ერთი პირველი, რაც მე გავაკეთე, არის საათობრივი ანაზღაურება. მოდით, გვყავდეს მენეჯერები, მაგრამ არსებობს სერვისის მენეჯერი, ღვინის მენეჯერი. და მოულოდნელად, მე, მენეჯერი, ჩვეულებრივ მომსახურე პირი გავხდი  – ეს ჩემი საქმეა”, – ამბობს ერთ-ერთი რესტორნის მენეჯერი რიჩარდ გლადუინი.

ეროვნული სტატისტიკის ოფისის უახლესი მონაცემების მიხედვით, 2020 წლის ბოლოს, გასულ წელთან შედარებით, ბრიტანეთში თითქმის მილიონით ნაკლები არაბრიტანელი დაიბადა.

ბრიტანეთი ახლა პოსტბრექსიტის შედეგებს იმკის და  კორონავირუსს ებრძვის, მასპინძლობის სექტორში იმედიანი გაწყობა ახლა გაურკვევლობამ შეცვალა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend