მთავარიევროპაგერმანიაგერმანიაში აცრილებს სხვადასხვა სერვისით სარგებლობა შეიძლება გაუმარტივდეთ

გერმანიაში აცრილებს სხვადასხვა სერვისით სარგებლობა შეიძლება გაუმარტივდეთ

გერმანიის ფედერალურ მთავრობაში აცხადებენ, რომ იმ ადამიანებს, რომელთაც ვაქცინის ორივე დოზა აქვთ გაკეთებული ან გადატანილი აქვთ კორონავირუსი, დამატებითი უფლებები მიენიჭებათ.

იმისათვის, რომ მთავრობის ბრძანება ძალაში შევიდეს, იგი როგორც ბუნდესტაგმა, ისე ბუნდესრატმა უნდა დაამტკიცოს.

გერმანიის იუსტიციის მინისტრის კრისტინ ლამბრეხტის განცხადებით, აცრილ ან კოვიდგადატანილ ადამიანებს სხვადასხვა სერვისით სარგებლობისას კორონავირუსის ტესტის უარყოფითი პასუხის წარდგენა აღარ დასჭირდებათ.

ინიციატივამ აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია.

„მთავარი პრობლემა ისაა, რომ მოსახლეობის გარკვეულ ნაწილს უფრო მეტი უფლება ექნება,  ვიდრე სხვებს. ამ პრობლემაზე ჩვენ თვალს ვერ დავხუჭავთ“, – ამბობს შტეფან ვაილი, ქვემო საქსონიის მინისტრ-პრეზიდენტი.

კორონავირუსის ტესტის უარყოფითი პასუხის წარდგენა მოეთხოვება ყველას, ვინც გერმანიაში საჰაერო გზით ჩამოდის. ახალი გეგმის დამტკიცების შემთხვევაში, ვაქცინაციის დამადასტურებელი საბუთის ჩვენება საკმარისი იქნება. აცრილ ადამიანებს კარანტინის გავლაც არ მოუწევთ. თუმცა, ეს არ შეეხება იმ ადამიანებს, რომლებიც ისეთი ქვეყნებიდან მგზავრობენ, რომლებშიც ვირუსის ახალი შტამებია გავრცელებული“, – ამბობს იენს შპანი, გერმანიის ჯანდაცვის მინისტრი.

გერმანიის ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, ინფექციის გავრცელების შემცირებისა და აცრილი ადამიანების რაოდენობის გაზრდის ფონზე მომავალში შეზღუდვების კიდევ უფრო მეტად შემსუბუქება იგეგმება.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend