საქართველოში „სინოფარმის“ ვაქცინით მოქალაქეების აცრის პროცესში 5 მაისიდან კიდევ 44 სამედიცინო დაწესებულება ჩაერთვება.
სინოფარმით ვაქცინაცია საქართველოში 4 მაისს დაიწყო.
ჩინური წარმოების ვაქცინა 18 წელს ზემოთ მოქალაქეებისთვის არის ხელმისაწვდომი. ვაქცინაციისთვის საჭირო 2 დოზა 21 დღის ინტერვალი კეთდება.
ვაქცინაციის პროცესში ჩაერთვნენ მთავრობის წევრები.
უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ვაქცინაციის პროცესში პრიორიტეტულ ჯგუფებად განისაზღვრებიან ტურიზმისა და ზოგადად, მასპინძლობის სექტორში დასაქმებული პირები, ასევე საზოგადოებრივი ტრანსპორტის მძღოლები და კონტროლიორები.